“პროტესტს ხელოვნურად ვერ გავაჩერებთ”
მომღერალი ირმა სოხაძე ტვ “პოსტ ტვ”-დან წამოსვლის მიზეზს ამხელს.
“მანუ გაუშვეს POSTV-დან და მე წამოვედი… ამ კანონს არ ვიზიარებ და არ მომწონს! არის საფრთხე, იგივე სცენარი განვითარდეს, როგორც რუსეთში…” –აცხადებს მომღერალი ირმა სოხაძე.
“მე არ ვიცი, ეს კანონი რუსულია, ფრანგული თუ ამერიკული და არც მაინტერესებს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთ ვნებათაღელვას იწვევს. სტრატეგიული პარტნიორების უმეტესობა გვაფრთხილებს, თქვენთვის ეს არ ივარგებს და არ გააკეთოთო, ამიტომ უნდა შეველიოთ ამ კანონპროექტს და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება. გავაკეთოთ ის, რაც ჯობია ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის. პროტესტს ხელოვნურად ვერ გავაჩერებთ, ვერაფრით შევეწინააღმდეგებით… აქ არ არის განსხვავებული აზრი, აქ ყველა ერთ აზრზე ვართ, რომ ჩვენი მომავალი – ევროპისკენ სვლა კონსტიტუციით, 78-ე მუხლითაა დამტკიცებული” | ამბობს მომღერალი და პოსტვ-ის წამყვანი ირმა სოხაძემ “კვირის პალიტრასთან” საუბრისას