გადამწყვეტი დრო დგას,ვგრძნობთ, რომ 2021 წელი დგას და მოვლენები მეორდება”-სალომე ზურაბიშვილი
1 min read

გადამწყვეტი დრო დგას,ვგრძნობთ, რომ 2021 წელი დგას და მოვლენები მეორდება”-სალომე ზურაბიშვილი

“„გადამწყვეტი დრო დგას, იმიტომ რომ რამდენიმე დღე და თვეა, ჩვენ, ფაქტობრივად, ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვიმყოფებით და მოვლენები მეორდება და ეს, ალბათ, ხსნის იმას, რასაც ჰქვია სიმამაცე, რომლითაც დღეს საქართველოს მოსახლეობა რეაგირებს იმაზე, რასაც ხედავენ – ღრმა უკუსვლას მათ მომავალთან დაკავშირებით, მათ თავისუფლებასთან მიმართებით, დამოუკიდებლობასთან მიმართებითაც, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

უკვე 21 დღეა, ადამიანები ქუჩაში არიან და ძალიან საინტერესო მოძრაობა ჩამოყალიბდა, დღეებისა და ღამეების განმავლობაში სხვადასხვა სეგმენტი მოსახლეობისა იღებს მონაწილეობას და ეს მოძრაობა მოიცავს მთელს საზოგადოებას,“ — განაცხადა პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას [სინქრონული თარგმანი]

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *