“დედაჩემთან არ მაქვს ურთიერთობა
ნიკო მანაგაძე: დედაჩემთან არ მაქვს ურთიერთობა განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში. ამ მოცემულობაში, ამორალური და მძიმეა ჩემთვის ამის მოსმენა
7 ივნისს ნაცემი ნიკო მანაგაძის დედა ოპოზიციისა და მესამე სექტორის წინააღმდეგ –
აქტივისტ ნიკო მანაგაძეზე თავდასხმის შემდეგ გავრცელებულ კადრებს, სოციალურ ქსელში პირველად გამოეხმაურა მანაგაძის დედა. ვიკა კვიტაშვილი, შესაბამისი უწყებებისგან თავდამსხმელების დასჯას მოითხოვს და არ გამორიცხავს, რომ ამ ძალადობის უკან “ნაციონალური მოძრაობა“ იდგეს. მშობელი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და “კურიერთან“ ინტერვიუში იმასაც, რომ მისი შვილი წლების განმავლობაში ესწრებოდა “ენჯეო“ სექტორის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს და არაერთ აქტივობაში იყო ჩართული.
დედის პოზიციას ემიჯნება თავად აქტივისტი და ამბობს, რომ მას მშობლისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვს. ნიკო მანაგაძე, თსუ-ს პირველ კორპუსთან მომხდარ ინციდენტს, საპროტესტო აქციების დროს, მის აქტიურობას უკავშირებს.