
ტრამპი ყაველაშვილს ხელს უქნევს?
ქართულ მედიაში ერთი ამბავია ატეხილი აშშ ახალი პრეზიდენტის ჟესტზე,რომელიც ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე მისვლისას გააკეთა.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს უქნევს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს, – ამ სათაურით ავრცელებს „ესოშიეიტიდ პრესი” აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ფოტოს.
„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს უქნევს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე მისვლისას”, – ასეთი მინაწერი აქვს ფოტოს, რომელსაც The Herald Journal-ი აქვეყნებს.