“არავითარი მაიმუნობა არ იქნება, თქვენს ნდობას აუცილებლად გავამართლებთ”-ბიძინა ივანიშვილი
1 min read

“არავითარი მაიმუნობა არ იქნება, თქვენს ნდობას აუცილებლად გავამართლებთ”-ბიძინა ივანიშვილი

მე-12 საპარლამენტო არჩევნები დამთავრდა, სულ ახლახანს დაიხურა საარჩევნო უბნები. წინასწარი მონაცენებით პარტია “ქართული ოცნება” ლიდერობს, რომელმაც ხნების 59 პროცენტი მოიპოვა.
“ქართული იცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველს გამარჯვებას ულოცავს.
“გილოცავთ და დიდი მადლობა ქართველ ამომრჩეველს, რომელმაც კიდევ ერთხელ გვენდო, ასეთი პრეცენდენტი არ ყოფილა რომ ამდენი ხანი ერთ პარტიას გაემარჯვოს, თავად უცხოელი დამკვირვებლებიც კი გაოცებული არიან ასეთი მაღალი ნდობის გამო. გპირდებით, ამ ოთხ წელიწადში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეული თქვენთაგანის ცხოვრება რადიკალურად გაუმჯობესდეს, თქვენს ნდობას აუცილებლად გავამართლებთ და არავითარი მაიმუნობა არ იქნება. სამწუხაროდ,პოლიტიკას ახლავს მაიმუნობა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ თქვენს ნდობას და ჩავდგებით თქვენს სამსახურში.
კიდევ ერთხელ, დუდი მადლობა ქართველ ამომრჩეველს, რომელმაც ქვეყნისათვის სასიკეთო, სწორი არჩევანი გააკეთა”-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *