“უწყვეტი აქციები და სახალხო დაუმორჩილებლობა”- მიხეილ სააკაშვილი
1 min read

“უწყვეტი აქციები და სახალხო დაუმორჩილებლობა”- მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მე3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვივა-მედის კლინიკიდან მოუწოდებს ამომრჩევლებს, რომ არ ცნონ ჩატარებული არჩევნები და საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოაცხადონ.

“არჩევნები, რომელშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციამ, ოფიციალური პირების მიერ ტოტალურად გაყალბებულია.

დიდი მადლობა ყველას ვინც დაუღალავად იშრომა ჩვენი ქვეყნის ევროპაში შესაყვანად და ღირსეული შედეგის მისაღებად, ახლა დადგა დრო ეს გამარჯვება რეალობად ვაქციოთ!

არჩევნების ამ შედეგს ყველა ელოდა, ჩემთვის გასაკვირია თუ რატომ აღმოჩნდა ეს შოკი ზოგიერთისთვის. სასწრაფოდ უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციის გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი არჩევნების შედეგების დაცვისთვის.

ქართველი ხალხს წაართვეს ეს არჩევნები, ამიტომაც ჩვენი ვალია უწყვეტი აქციები და სახალხო დაუმორჩილებლობა.

ჩვენ ხალხს აქვს სრული უფლება და ვალი დაიცვას საკუთარი თავიც და მონაპოვარიც ყველა მეთოდით.

ახლა არის მოქმედების დრო!”-წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *