ხანძრის შედეგად ამერიკაში 10 000 მეტი  შენობა განადგურდა
1 min read

ხანძრის შედეგად ამერიკაში 10 000 მეტი შენობა განადგურდა

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა განადგურდა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია ხუთი ადამიანი, თუმცა ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის განცხადებით, სტიქიის ბევრ ზონაში მისვლა ვერ ხერხდება და მოსალოდნელია, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.

ევაკუაციის განკარგულება 180 000-მდე ადამიანისთვის გაიცა, 200 000-მა კი ევაკუაციის გაფრთხილება მიიღო.

სტიქია უკვე შეფასდა, როგორც ყველაზე ძვირადღირებული ხანძარი აშშ-ის ისტორიაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *