“ჩინეთი უფლებებს ბოროტად იყენებს, ევროკავშირი აშშ-ს ძალიან ცუდად ექცევა, ამიტომ შეიძლება ტარიფები დაუწესდეთ”-დონალდ ტრამპი
1 min read

“ჩინეთი უფლებებს ბოროტად იყენებს, ევროკავშირი აშშ-ს ძალიან ცუდად ექცევა, ამიტომ შეიძლება ტარიფები დაუწესდეთ”-დონალდ ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა , რომ ჩინეთში წარმოებულ პროდუქციაზე 10%-იანი ტარიფების დაწესებას 1-ელი თებერვლიდან გეგმავს.

„რამდენიმე დღის წინ ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ამის შესახებ საუბარი მქონდა. ვუთხარი, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაგავი არ გვინდა. ეს უნდა შევაჩეროთ. საუბარია ჩინეთის წინააღმდეგ 10%-იანი ტარიფების დაწესებაზე იმის საფუძველზე, რომ ისინი ფენტანილს მექსიკასა და კანადაში აგზავნიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი აშშ-ს ძალიან ცუდად ექცევა.

„ჩინეთი უფლებებს ბოროტად იყენებს, მაგრამ ევროკავშირი ძალიან ცუდად გვექცევა. ამიტომ, შეიძლება ტარიფები დაუწესდეთ. ეს სამართლიანობის მისაღწევად ერთადერთი გზაა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *