
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მინერალების შეთანხმებას ხელს დღეს მოაწერენ”
“აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მინერალების შეთანხმებას ხელს დღეს მოაწერენ”, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ი წერს, რომ ინფორმაცია ოთხმა წყარომ მას შემდეგ დაუდასტურა, რაც ვლადიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ოვალური კაბინეტის კატასტროფული შეტაკება ტრამპთან “სამწუხარო” იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ხელმოწერა ტრამპის ერისადმი მიმართვამდე რამდენიმე საათით ადრე იქნება. ტრამპი კონგრესის გაერთიანებული სესიას დღეს, ვაშინგტონის დროით 21:00-ზე მიმართავს.
აშშ-უკრაინის მინერალების გარიგების სრულ ტექსტს, the Kyiv Independent-ი ავრცელებს8