
რა საფასურს დააკისრებს აშშ საქართველოს ხელისუფლებას?
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი „ქართულ ოცნებას“ „ანტიამერიკულ მთავრობას“ უწოდებს და შედეგების შესახებ აფრთხილებს
„უკვე 200 დღეა, თავისუფლების მოყვარე ქართველები გმირულად გამოდიან ქუჩაში, ხელში უკავიათ ამერიკის დროშები და პრეზიდენტის [ტრამპის] პოსტერები“, – განაცხადა უილსონმა. მან ჰკითხა რუბიოს, რას გააკეთებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მისი ხელმძღვანელობით, რათა რეალური ფასი გადაახდევინოს ანტიამერიკულ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სახელით“.
რუბიომ უპასუხა: „დავუბრუნდები იმას, რაც უკვე ვთქვი ჩემს შესავალ სიტყვაში, აშშ-ის მიზანი ჩვენი ეროვნული ინტერესია. ასე რომ, ჩვენ ასე ვიტყოდით: არის თუ არა ჩვენს ინტერესში, რომ ანტიამერიკული მთავრობა მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს მართავდეს? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობას საფასური დავაკისროთ“.
მარკო რუბიო განმარტავს:
” ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და „ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს ვერაფერს ვიტყვი იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ის, რაც განხილვის პროცესშია“.
„კიდევ ერთხელ, ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ჩვენს ადგილობრივ ოფისს, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებს გამოეხმაურება მთავრობა – ანტიამერიკული მთავრობა”, – განაცხადა რუბიომ.
მოსმენის დროს უილსონმა „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასა და „ამერიკასთან ასოცირების კრიმინალიზაციაში“დაადანაშაულა. მან ასევე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „გაყარა ამერიკული კომპანიები, დაბლოკა ვაჭრობა და მინერალებზე წვდომა შუა დერეფანში და საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიყიდა“ და „არაერთხელ სწამებდა ცილს პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკის ხელმძღვანელობას“.
რუბიოს განცხადება ვაშინგტონსა და თბილისს შორის დემოკრატიული უკუსვლის, „ქართული ოცნების“ გაძლიერებული რეპრესიებისა და ანტიდასავლური რიტორიკის გამო გამწვავებული დაძაბულობის ფონზე გაკეთდა. 6 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიითო MEGOBARI აქტი, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.
13 მაისს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს მიმართა ღია წერილით,სადაც ირაკლი კობახიძე “MEGOBARI აქტს “აკრიტიკებს და კანონმდებლობას „აბსურდულს“ უწოდებს, რომელიც მისი თქმით, „მტრულად არის გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ“. წერილში ასევე, გამოხატულია მთავრობის წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მისი წინადადება აშშ-სთან ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ აღდგენის შესახებ უგულებელყოფილ იქნა.
რატომ წავიდა აშშ ახალი ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და რა საფასურს დააკისრეს ” ქართულ ოცნებას” ამერიკა ჯერჯერობით გაურკვეველია,ფაქტია,რომ ოპოზიციის სა ხელისუფლების ჭიდილში დაზარალდა ქართველი ხალხი. უფრო სწორედ,არჩევ ნებში დამარცხებულმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის,რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის სახელი გაუტეხა და დღევანდელი ხელისუფლებისთვის ამერიკა გადაემტერებინა.
რას მოიგებს ამით ქვეყანა- არაფერს,სანქციების გარდა. ვინ დაზარალდა ამით? რა თქმა უნდა ქართველი ხალხი. თქვენ რას ფიქრობთ მკითხველო?
ეთერ ბალაძე