
ქართული მიწის 1840 ჰექტარი ბინ ლადენის ნათესავმა იყიდა
იყიდება საქართველოს მიწა- წყალი,ისე,როგორც არასდროს,მთა თუ ბარი,ტყე- მინდვრები,საძოვრები,ყველა კუთხე- კუნჭული.
ალბათ გაინტერესებთ, ვინ ყიდულობს ქართულ მიწას?
ქართული მიწის უდიდესი ნაწილი უცხოელებზეა გაყიდული ,ყველაზე სამწუხარო ისაა,რომ დღესაც გრძელდება მიწის უცხოელებზე გასხვისება.
დღევანდელი ხელისუფლება კი ჩუმადაა,ამას ემატება მიგრანტთა დიდი რაოდენობით შემოდინება ქვეყანაში, იმ ქვეყნებიდან,რომელთა რაოდენობა რამდენიმე მილიარდს შეადგენს. გარდა ამისა, სამწუხაროდ, მიგრანტთა გარკვეულ ნაწილს უვიზო მიმოსვლის უფლება აქვთ.
ამ დროს,ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა არასახარბიელოა,თუ ასე გაგრძელდა საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დადგება.
დროა,გამოვფხიზლდეთ,რომ ჩვენს ქვეყანას უცხო ტომელები არ დაეპატრონონ.
ახლა იმის შესახებ,თუ რა გასხვისდა უცხოელებზე
” ოსამა ბილ ლადენის ნათესავმა 2023 წელს დაარსა საქართველოში ფირმა,სახელწოდებით შპს “იორ ჰოლდინგ გრუპი”,საჯარო რეესტრში ასეა რეგისტრირებული,რომელშიც შედის 5 არაბული კომპანია,რომლის ბალანსზე ირიცხება 1440 დასახელების ქონება,
2410 დასახელების ქონება რეგისტრაციის სტადიაშია, ეს გახლავთ,მიწის ნაკვეთები,რომელიც მდებარეობს,მუხრანი,წილკაანში,წეროვანში,ასევე ბაზალეთის ტბასთან, რადიოსადგურის დასახლებაში,
ჯამში,128 ჰექტარი მიწის ნაკვეთია.
ქონების დარეგისტრირების შემდეგ,დაყოფის უფლებით მიმართეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და მიიღეს უფლება,750 ერთეულ ნაკვეთად დაყოფის, რომლის შემდეგ ფლობენ ამ ნაკვეთებს.
“ეს გახლავთ,ბოლო ორი წლის არასრული მონაცემები ,ასევე გასული წლის ბოლო 6 თვის მონაცემებით, 11ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთია უხოელებზე გაყიდული.
3788 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
13 234 მიწის ნაკვეთი გასხვისებულია უცხოელებზე,რომლებზედაც რეგისტრირებულია შენობა-ნაგებობები.
57 328 ბინა კომერციული თუ საცხოვრებელი ფართი- ეს გახლავთ ეროვნული სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები.
ამ დროს ემიგრაცია- მიგრაციის თანაფარდობა ასეთია.
163 ათასი ქართველი წავიდა ემიგრაციაში. ბოლო ორი წლის მონაცემებით, შემოსულია 11 800 ათასი მიგრანტი. ბინადრობის მოწმობა გაცემულია, 213 ათას 165 მიგრანტზე 2014-2024 წლებში.
არაბულმა ფირმამ,რომლის დამფუძნებელია,ალექსანდრე ოსანა მაჰმუდ მუჰამედი და მეორე დამფუძბებელი გახლავთ აბდერნაქი აბდერმანი, რომლებმაც წელიწადნახევრის წინ 2400 მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირეს.”- სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაცია ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ გაახმოვანა.
ერთი სიტყვით,ეს არის რეალური სურათი,უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებული ქონება,რომელიც საქართველოს საჯარო რეესტრში არის დარეგისტრირებული.
თუ რა ელოდება საქართველოს მომავალში,ეს მკითხველმა განსაჯოს.
“ეს პროცესი არ შეჩერდება თუ არ შევაჩერეთ.თუ სასოფლო- სამეურნეო და ასევე არასასოფლო- სამეურნეო ძირითადი ფონდი მიწის ნაკვეთების აღმოჩნდება უცხოელების ხელში,
ამიხსენით რა უფლებები ექნება ქართველ კაცს?
მივა ვინმე ოსანასთან და ეტყვის მამუშავე შენთანო? ოსამა სულელი კი არაა,მან ხელში ჩაიგდო 1840 ჰექტარი მიწა,სულაც არ აინტერესებს მისი დასაქმება და თუ ძალიან მოინდომეს რომ დასაქმდეს ქართველი ამ მიწაზე,იცით როგორც მოექცევიან. ” – აცხადებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე სატელევიზიო ჩართვისას.