რა საფრთხეები ელოდება საქართველოს-” ჩაკეტეთ საზღვარი მიგრანტებისთვის,მხოლოდ ფერეიდნელები შემოვუშვათ””
რა გავლენას იქონიებს ირანისა და ისრაელის ომი და რა საფრთხეები ელოდება საქართველოს,ამის შესახებ საინტერესო მოსაზრებებს ანალიტიკოსი ლევან მამალაძწ პოსტს სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,რომელსაც უცვკელად გთავაზობთ.
“დიდი ომის დასაწყისი და საქართველოსთვის წარმოშობილი საფრთხეები!
ისრელისა და ირანს შორის საჰაერო დარტყმებს ადამიანების დაღუპვა და ნრევა მოჰყვა. აშშ-მ ავიამზიდი და ესმინცები გააგზავნა სპარსეთის ყურეში, ორმუზის სრუტის დასაცავად , რათა ირანმა ვერ შეძლოს ემირატების, საუდის არაბაეთის, კატარის, ბახრეინის, ერაყის და კუვეიტის ნავთობით ვაჭრობის ბლოკირება და მსოფლიო კრიზისისი გამოწვევა. ამერიკულ ფლოტს ასევე შეუძლია, ისრაელზთან ერთად ირანს სამრეწველო და ბირთვული პოტენციალი გაუნადგუროს. ირანს 6000 ბალისტიკური რაკეთა აქვს, ეს დიდი ძლაა. ირანმა თუ მოასწრო ბირთვული იარაღის შექმნა და რაკეტები ამით არჭურვა, თვისი ქვეყნის განადგურებას, ბირთვული დარტყმით უპასუხებს. ასე, რომ ატომური ომი სავსებით რეალური ხდება.
რუსეთს კი აწყობს ნავთობზე და გაზზე ფასების ზრდა , მაგრამ მას უფრო დიდი პროექტი შეუჩერდა , რომელიც ითვალისწინებს რკინისგზით, ნავთობის მიწოდებას ირანის პორტ ბანდერაბასამდე ,შემდეგ მუმბაიმდე ინდოეთი. რუსეთს ასევე სამხედრო კავშირი აქვს ირანთან, ყველას გვახსოვ ურკაინაში ომის დაწყებისას , ირანული დრონების “შახიდების ” მასიური გამოყენება. ირანმა უკვე სთხოვა, რუსეთს “არეშნიკების” მიწოდება. რაზედაც უარი მიიღო ,მაგრამ სხვა ტიპის იარაღის მიწოდება გამორიცხული არ არის, მათ შორის დახმარება ბირთვული იარაღის დახვეწაში.
ყველაზე მეტად ირანის დასუსტებით ზიანი ადგება ჩინეთს, რადგანაც მას ირანიდან გარანტირებულად დაბალ ფასებში მიეწოდება ნავთობი, ახლა კი ეს შეიძლება შეწყდეს და ძვირიანი ნავთობით ჩინეთის ეკონომიკას ზიანი მიადგეს. ჩინეთი ირანისთვის სამხედრო სტრატეგიული პარტნიორია და ირანის შეიარარებული ძალების ტექნოლოგიურად ჩინეთმა განავითარა. ბირთვული იარაღის დავეწაში ჩინეტსაც შეუძლია დაეხმაროს ირანს.
ამ ომში ინდოეთიც შეეცდება დაეხმაროს ირანს, რადგან ირანიდან ნავთობის მიწოდებაში არის დაინდერესებული და ასევ შეეცდება ირანს დაეხმაროს ბირთვული იარაღის შექმნაში , მიაწოდოს შეიარაღება და პაკისტანის საწინაარმდეგოდ გამოიყენოს.
გასათვალისწინებელია ევროპის და თურქეთი ინტერესი ირანის დასუსტებაში, რომ ისრაელთან ერთად სირია მთლიანად გააკონტროლონ და კატარდან ევროპისკენ მიმავალი გაზსადსენი ააშენონ.
მალა გარიკვევა რამდენად მაშტაბური შეიძლება იყოს ისრაელ ირანის დაპიროსპირება , რამდენად აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში , მეზობელი ქვეყნები, აშშ, ევროპა, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვები.
Კოლექტიური დასავლეთი აცხადებს, რომ ომი არ არის მიმართული ირანელი ხალხის საწინააღმდეგოდ და მხოლოდ ბირთვული ლაბორატორიების და რეჟიმის შეცვლას ემსახურება. Რამდენად მართალი ეს მიდგომა მალე გამოჩნდება, Მაგრამ მთლიანობაში ამ ომის გაგრძელება შეიელბა ბირთვული დაპირისპირებაში გადაიზარდოს და კაცობრიობისთვის სახიფათო ხასიათი მიიღოს.
საქართველო ძალიან ახლოს არის ირანთან და ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყვეთ.
– არ დავუშვათ ირანზე დარტყმებისთის ჩვენი აეროდრომების, პორტების და სამხედრო ბაზების გამოყენება.
– გამკაცრდეს რადიაციული კონტროლი და შესაბამისად მომზადდეს საზოგადოება რადიაცული ფონის გაუარესების შემთხვევაში თავდასაცავად, ვიანიდან ირანის ბირთვული ცენტრების დაბომბვის ან ატომური დარტყმების შედეგად წარმოშობილი რადიაციული ღრუბელი შესაძლოა ჩვენსკენ წამოვიდეს.
– ლტოლვილების მასიური მიგრაციის შემთხვევაში უნდა შევეცადოთ, მაქსიმალური კონტროლი დაწესდეს საზღვრებზე, განსაკუთრებით სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით.
მპირველ რიგში ირანიდან უნდა მივიღოთ ქართული წარმომავლობის მატარებელი პირები (ფერეიდნელები). მათთვის სახელმწიფომ შეიძინოს ჯავახეთის რეგიონში, მოსახლეობისგან დაცლილ სოფლებში სახლები და იქ ჩავასახლოთ.
გამუვალი ჰუმანიტარული მოთხოვნების შემთხვევაში შევეცადოთ ლტოლვილთა მხოლოდ ტრანზიტად დროებითი მიღება, რუსეთისკენ და ევროპისკენ გატარება . საქართველო არანაირად არ უნდა ჩაერთოს ამ ომში , განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, ვინაიდან ჩვენ არ გავქვს უფლება ისტორიული რისკის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი ქვენის მომავალი”- აცხადებს ლევან მამალაძე.
