“გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ირა­ნის ბირ­თვულ ობი­ექ­ტებ­ზე დარ­ტყმებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ის­ტო­რი­ას შეც­ვლის”
1 min read

“გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ირა­ნის ბირ­თვულ ობი­ექ­ტებ­ზე დარ­ტყმებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ის­ტო­რი­ას შეც­ვლის”

“გილოცავთ პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი გაბედული გადაწყვეტილება ისტორიას შეცვლის, პირველ რიგში ძალაა, შემდეგ კი მშვიდობა მოდის” – ნეთანიაჰუ
"გილოცავთ პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი გაბედული გადაწყვეტილება ისტორიას შეცვლის, პირველ რიგში ძალაა, შემდეგ კი მშვიდობა მოდის" - ნეთანიაჰუ

ის­რა­ე­ლის ლი­დე­რე­ბი ირა­ნის ბირ­თვულ ობი­ექ­ტებ­ზე აშშ-ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დარ­ტყმე­ბის გამო აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპს მად­ლო­ბას უხ­დი­ან და თავ­დას­ხმას გა­დამ­წყვეტ და ის­ტო­რი­ულ მო­მენ­ტად აფა­სე­ბენ.

  • ის­რა­ე­ლის პრე­ზი­დენ­ტის, ისა­აკ ჰერ­ცო­გის გან­ცხა­დე­ბით, დარ­ტყმე­ბი “გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტია“.

“კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ის გვერ­დებ­ზე ეს არის მო­მენ­ტი, რო­დე­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბის, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის პრინ­ცი­პებ­მა გა­ი­მარ­ჯვა. გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტი ტე­რო­რი­სა და ბო­რო­ტე­ბის ღერძსა და იმე­დის ღერძს შო­რის“, – წერს ის­რა­ე­ლის პრე­ზი­დენ­ტი X-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ის­რა­ელ კა­ცის გან­ცხა­დე­ბით, კი დარ­ტყმებ­მა აშშ-ის­რა­ე­ლის ალი­ან­სი გა­ამ­ყა­რა

“შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და ის­რა­ელს შო­რის ალი­ან­სი ახლა ისე­თი ძლი­ე­რია, რო­გორც არას­დროს – ორი­ვე ერი­სა და მთე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის გუ­ლის­თვის“, – აცხა­დებს ის­რა­ელ კაცი.

მისი თქმით, ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დარ­ტყმის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­უ­ლია და რომ ირა­ნის­თვის ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის მო­პო­ვე­ბის ნე­ბარ­თვის მი­ცე­მა “საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნებს ის­რა­ელს, რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებს და თა­ვად შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს“.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს გან­ცხა­დე­ბით, დო­ნალდ ტრამ­პის გა­ბე­დუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ირა­ნის ბირ­თვულ ობი­ექ­ტებ­ზე დარ­ტყმებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ის­ტო­რი­ას შეც­ვლის

“გი­ლო­ცავთ პრე­ზი­დენ­ტო ტრამპ, თქვე­ნი გა­ბე­დუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მი­ზან­ში ამო­გე­ღოთ ირა­ნის ბირ­თვუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი აშშ-ის სა­ო­ცა­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი ძა­ლით, ის­ტო­რი­ას შეც­ვლის. პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი და მე ხში­რად ვამ­ბობ: “მშვი­დო­ბა ძა­ლის მეშ­ვე­ო­ბით“. პირ­ველ რიგ­ში ძა­ლაა, შემ­დეგ კი მშვი­დო­ბა მო­დის. პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა და შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა დიდი ძა­ლით იმოქ­მე­დეს“, – აღ­ნიშ­ნა ნე­თა­ნი­აჰუმ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *