მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
1 min read

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბადრი ჯაფარიძეს 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის  სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო,”ლელო ძლიერი საქართველოს” ლიდერი  ბადრი ჯაფარიძე.

მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული, მას არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.

მოგეხსებებათ,რომ ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

 

ასევე მიესაჯა 8-თვიანი პატიმრობა

“ლელოს” მეორე ლიდერს,მამუკა ხაზარაძეს,ხოლო  თანამდებობის დაკავება 2 წლით  აეკრძალა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *