აირჩევენ თუ არა კახა კალაძეს მესამედ თბილისის მერად?
1 min read

აირჩევენ თუ არა კახა კალაძეს მესამედ თბილისის მერად?

“>დღეს  “ქართულმა ოცნებამ” კახა კალაძე მერობის კანდიდატად მესამედ, ოფიციალურად წარადგინა. თუ რამდენად კარგი მერია თბილისისთვის კახა კალაძედა რა შანსები აქვს კახა კალაძეს,აირჩევენ თუ არა მას მესამედ თბილისის მერად?

“ჩემთვის კიდევ ერთი შანსია ვემსახურო თბილისს და თბილისელებს. ორი დაპირება მინდა მოგცეთ,თბილისი, როგორც შესაძლებლობების და თბილისი,როგორც  პასუხისმგებლობების ქალაქი”.-განაცხადა კახა კალაძემ მერობის კანდიდატად წარდგენისას.

“მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს” – დღეს ყოფილი და მოქმედი მერი, კახა კალაძე ისევ თბილისის მერობისთვის ემზადება.

კახა კალაძე თბილისის  მერობის მესამე ვადას, პასუხისმგებლობასთან ერთად შესაძლებლობადაც განიხილავს – გააკეთოს  უფრო მეტი დედაქალაქისთვის,რათა ბოლომდე

მოახდინოს რეალური  ცვლილებების რეალიზება, რაც მხოლოდ  გუნდურობით, სწორი, პრაგმატული პოლიტიკით და თბილისელების მხარდაჭერითაა შესაძლებელი.

კახა კალაძემ, ოფიციალური წარდგენის შემდეგ  ყველა იმ პროექტზე ისაუბრა, რაც მას 8 წლის განმავლობაში გაუკეთებია და ყველა იმ მიმართულებაზეც, რომელიც ქალაქს მეტ მატერიალურ სიკეთეს მოუტანს.

რაც შეეხება იმას,თუ რა გაკეთდა თბილისში 2017 წლიდან დღემდე  კახა კალაძის მერობის დროს –  ვრცლად მიმოიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა  ირაკლი კობახიძემ, როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, წარადგინა ოფიციალურად მერობის კანდიდატი.

“თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი, გუნდის გამორჩეული ლიდერი და უალტერნატივო კანდიდატი –  კალაძის პროფესიონალიზმი და გემოვნება მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე აისახება, დედაქალაქის განვითარების ამ დინამიკას კი შენარჩუნება სჭირდება”- ასე დაახასიათა კახა კალაძე პრემიერმა.

როგორც ყოველთვის კახა კალაძეს ამჯერადაც  გუნდის ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდა, სხვა კანდიდატი არც კი განხილულა.

კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენით “ქართულმა ოცნებამ”  ოფიციალურად საარჩევნო კამპანია დაიწყო.
ეთერ ბალაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *