მოითხოვს თუ არა ევროკავშირი საქართველოსგან ერთქესიანთა ქორწინების დაკანონებას?
1 min read

მოითხოვს თუ არა ევროკავშირი საქართველოსგან ერთქესიანთა ქორწინების დაკანონებას?

არის თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება შვედეთის მთავრობის კრიტერიუმი – თბილისი სტოკჰოლმისგან განმარტებას ითხოვს

ქვეყნის ინტერესებისა და იდენტობის დასაცავად, პრევენციული ზომების მიღება რომ აუცილებელია, ამაზე მთავრობის მეთაურმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრის მოთხოვნა უკრაინის მიმართ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ მიუთითებს იმ მოსალოდნელ საფრთხეზე, რომელიც შესაძლოა უახლოეს მომავალში საქართველოსთან დაკავშირებით წარმოიშვას. ამ ფონზე, პრემიერი იმ კანონებზე საუბრობს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

შვედეთის პრემიერის მკაფიო განცხადების მიუხედავად, ოპოზიცია დღესაც ამტკიცებს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას უკრაინას არავინ ავალდებულებს. ოპოზიციაში უმცირესობების დისკრიმინაციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს საფრთხე დღის წესრიგში არც საქართველოსთან დაკავშირებით დგას.

შვედეთის პრემიერ-მინისტრის სკანდალური განცხადების შემდეგ, პოლიტიკური შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც. “ქართული ოცნების” ლიდერები ოფიციალური სტოკჰოლმისგან მკაფიო განმარტებებს ელოდებიან და ამბობენ, რომ რასაც ევრობიუროკრატები ახლა უკრაინისგან ითხოვენ, პირობის იგივე შინაარსმა საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ გაიჟღერა.

უკრაინის მიმართ, შვედეთის პრემიერის მოთხოვნასთან დაკავშირებით, დღეს მედიასთან ვრცელი კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ, ამ განცხადების ფონზე, შვედეთის ელჩმა უნდა განმარტოს, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროს, არის თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინება შვედეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი.

შვედეთის საელჩოს კონკრეტული კითხვით “კურიერმა” უკვე მიმართა. ექნებათ თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების მოთხოვნა საქართველოსთან მიმართებით, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა – საელჩოს კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.წყარო: რუსთავი2

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *