უცხოელებზე გაყიდული 2 ჰექტარი მიწა -მცხეთის ყოფილი მერის კორუფციული სქემა
1 min read

უცხოელებზე გაყიდული 2 ჰექტარი მიწა -მცხეთის ყოფილი მერის კორუფციული სქემა

 სამწუხაროდ,კლავ გრძელდება  უცხოელებზე  ქართული მიწის გაყიდვა,სხვადასხვა კორუფციული სქემებით და გარიგებებით უცხოლებზე ჰექტრობით მიწები იყიდება.
 არის ფაქტები,რომლებიც  არაა  გამოვლენილი.
ახლახანს, გახმაურდა ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ მიწის გასხვისების ფაქტი.
400 000 დოლარის ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის ყოფილი მერი, რეგიონის რწმუნებულის მოქმედი მოადგილე დააკავეს – საქმე მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის შეცვლას ეხება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, დღის ბოლოს ფარული ჩანაწერები გაავრცელა.
სასამართლოს განჩინებით მოპოვებულ მასალაში ჩანს, რომ მცხეთის ყოფილი მერი და ამჟამად დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი კაპანაძე, უცხო პირს დიდი ოდენობის ქრთამს ართმევს.
400 000 დოლარის სანაცვლოდ, კაპანაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეს კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის სტატუსის შეცვლას ჰპირდებოდა. მან წინასწარ მოითხოვა თანხის ნაწილი – 100 000 დოლარი.

 ასევე,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე გარანტიას აძლევდა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომ ქრთამის მიცემის შემთხვევაში, მისთვის სასურველი მიწის ნაკვეთების საკუთრებაში მიღებას შეძლებდა. ამას კი პირადად საჯარო მოხელე უზრუნველყოფდა.

მცხეთის ყოფილმა მერმა,მიწის ნაკვეთებს სტატუსი შეუცვალა და   უცხო ქვეყნის მოქალაქისგან ქრთამი აიღო.

კერძოდ,ნააკვეთი,რომელიც  მცხეთის რაიონის,სოფელ გალავანში მდებარეობს, ფარულ მასალაში  მცხეთის ყოფილი მერის ხმა ისმის,თუმცა მასში მოქმედი საჯარო მოხელეც ერთვება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს წინასწარ უთანხმდება პირობებზე. გიორგი კაპანაძე სოფელ გალავანში არსებული მიწის 1 კვ. მეტრზე 20 დოლარს ითხოვს. 2 ჰექტარზე განთავსებული ნაკვეთებისთვის სტატუსის შეცვლის შემდეგ კი, 400 000 დოლარის მიღებას ელოდება.

როგორც სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში აცხადებენ, კორუფციასთან ბრძოლა უწყების პრიორიტეტია. მსგავსი დანაშაულის გამოსავლენად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავაც  აქტიურად მუშაობს.

სუსში ასევე განმარტავენ,რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის გიორგი კაპანაძეს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მცხეთის ყოფილ მერს და რეგიონის რწმუნებულის მოადგილეს  ბრალს  კანონით დადგენილ ვადებში წარუდგენენ.

რა ეშველება ასობით გასხვისებულ ქართულ მიწებს და რა მექანიზმი აქვს სახელმწიფოს მის დასაბრუნებლად  ამის შესახებ არავინ საუბრობს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *