
“ისე ლამაზად დაბერდა, როგორი ლამაზი სულიც ჰქონდა”
მსახიობი ისე ლამაზად დაბერდა, როგორი სულიც ჰქონდა…
უმშვენიერესი დოდო ჭიჭინაძის ნაამბობიდან: “ქორწინებაში შვილი არ მეყოლა.ბავშვის აყვანა მინდოდა, ვერ გავბედე… ერთხელაც მცხეთაში უპატრონო პატარა ბიჭი ვნახე. გულზე ლეკვი ჰყავდა მიკრული და პურს აჭმევდა. მითხრა: “ეს ლეკვი ვიშვილე და ჩემს საჭმელს ვუყოფო”. მაშინ ორმოცდაათი წლისა რომ ვყოფილიყავი, იმ ბიჭს უსათუოდ ვიშვილებდი, მაგრამ უკვე გვიან იყო… იმ ღამეს ისე ვინერვიულე, სიკვდილს ძვლივს გადავურჩი.”
მთაწმინდას მარგალიტივით ებნია გულზე კოპწია, პატარა სახლი, რომელშიც ეს ულამაზესი, დახვეწილი ქალბატონი ცხოვრობდა. ღიმილით მატარებელი ადამიანური სევდის.
ნინა გაბუნია