“ხმლით ვერ დაპყრობილი საქართველოს, ფულით დაპყრობა-ღალატით დაკავებული მთავრობა და ბიზნეს – სავაჭრეთი”
1 min read

“ხმლით ვერ დაპყრობილი საქართველოს, ფულით დაპყრობა-ღალატით დაკავებული მთავრობა და ბიზნეს – სავაჭრეთი”

საქართველოში 6 მილიარდიანი არაბული ინვესტიცია განხორციელდება გონიოსა და კრწანისში ორი ქალაქი აშენდება. ასეცე გაყიდულია 9 მილიონი კვ.მიწის ფართობი.

ქართული  საზოგადოება წინააღმდეგია ამ პროექტის განხორციელების.

— ღია წერილი მთავრობას, იერარქებს, პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს და ქართველ ხალხს —

– –
“ყველაზე დიდ და ნაამაგარ ქართველს, დავით აღმაშენებელს, მეფეთა მეფეს – აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, შარვანშას და შაჰანშას, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფლობით მპყრობელს, გარდაცვალების შემდეგ მისმა სულიერმა მამამ არსენ იყალთოელმა, რომელმაც დავით მეფის ყველა სულიერი საიდუმლო თუ მეფური ღვაწლი ზედმიწევნით იცოდა, ასეთი სიტყვები ათქმევინა ეპიტაფიად: –
– ,,ვის ნაჭარმაგევს მეფენი, თორმეტნი პურად დამესხნეს,
თურქნი – სპარსნი და ა რ ა ბ ნ ი საზღვარსა გარე გამესხნეს,
თევზნი ამერთა წყალთაგან, იმერთა წყალთა შთამესხნეს,
აწე ამათსა მოქმედსა, ხელნი გულზედა დამესხნეს”.

ეს ისტორიულ დოკუმენტად ქცეული დავით აღმაშენებლის ეპიტაფია პირდაპირ გვეუბნება უძლიერესი საქართველოს შემოქმედი დავითის ანდერძს, რომ იმ წარმატებული საქართველოს შექმნის უმთავრესი პირობა იყო — კავკასიელ მმართველთა ერთი დროშის ქვეშ მოქცევა, (,,მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს”) — საქართველოს დაუძინებელი მტრების (დამპყრობლების) თურქების, სპარსელების და ა რ ა ბ ე ბ ი ს ქვეყნიდან განდევნა, (,,თურქნი, სპარსნი და ა რ ა ბ ნ ი საზღვართა გარე გამესხნეს”) ამერ – იმერი საქართველოს გაერთიანება, (,,თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს”) და ბოლოს ყველაფერი ამის შემოქმედმა მეფემ მშვიდად დავიკრიფე გულზე ხელები და გარდავიცვალეო.
დავით აღმაშენებელზე ერთგული ვინმე გეგულებათ ორსავე სოფლის საქართველოში ქართველებო? ამ შეკითხვაზე დარწმუნებული ვარ რომ ყველა შერაცხადი (ხელისუფლებაში არმყოფი) ქართველი მიპასუხებს — დავითის სიდიადეს. აბა თქვე დალოცვილებო თუ დავითი ყველაზე ავტორიტეტულია ქართველებს შორის და მის სახელმწიფოებრივ სიტყვას წყალი არ გაუვა, რატომ გვიწყობთ ან ეგუებით ისტორიულად დაუძინებელი მტრების – არაბების, სპარსელების, თურქების და სხვა აზიელების მიერ ხმლით ვერ დაპყრობილი საქართველოს ფულით დაპყრობას? რატომ ყიდით მთავრობა და მოქალაქეები საქართველოს მიწა – წყალს ზემოთ ჩამოთვლილ ეთნოსებზე? რატომ შეჰხარით იმ პოლიტიკოსებს ვინც ამას სჩადის? ან ამ ქვეყნის სწავლულებს და იერარქებს რატომ გაქვთ ენა მუცელში ჩაგდებული, როცა ეს ხდება? ან ვინც ამას ამართლებთ, დავით აღმაშენებელზე ჭკვიანები ხართ?
მეტს აღარაფერს დავწერ, რადგან ამ წერილიდან ყველა ფსიქიკურად საღი გაიგებს მთავარ სათქმელს. ერთს კი ვიტყვი: — დაფიქრდეს სანამ დროა დავით აღმაშენებლის ანდერძის საწინააღმდეგო საქმიანობით, სამარცხვინო ღალატით დაკავებული მთავრობა და ბიზნეს – სავაჭრეთი იმაზე, რომ ასე თუ გააგრძელებენ (ყველა სიკვდილის შვილები ვართ) ეპიტაფიებად ქართველი ერის წყევლა – კრულვა გაყვებათ საიქიოში და ისიც იცოდნენ რომ ჯერ კიდე ვდგავართ ფეხზე დავით აღმაშენებლის ანდერძის ერთგული ქართველები და ასეთი თავხედური ღალატის შემხედვარეებს აღარაფერი გვაქვს დასაკარგი. სიცოცხლეც კი!!
პ.ს. მათ კი გეკითხებით: ვინც ასეთი წერილებისთვის ჩემისთანებს ფაშისტებს უწოდებთ, დავით აღმაშენებელიც ფაშისტია?! თუ თქვენ ხართ დავითზე დიიიიიდი ქართველები თქვე მანქურთებად ქცეულო ნაქართველარებო?!
(გააზიარეთ, ეგებ წაიკითხონ ადრესატებმა, თუ იციან ქართული წერა – კითხვა და ტექსტიდან აზრის გამოსატანად თუ ეყოფათ ტვინი და სინდისი)”
წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი

  1. ‐—

მოგეხსენებათ,რომ საქართველოში არაბული ინვესტიცია უწყება.

კერძო დეველოპერული კომპანიის, Eagle Hills-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა, რომელიც ამავდროულად მსოფლიოში ცნობილი Emaar Properties-ის დამფუძნებელია, საქართცელოს პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ხელი მოაწერეს შეთანხმებას.

ამ შეთანხმების საფუძველზე გაირკვა, რომ სახელმწიფო Eagle Hills-ის შვილობილი კომპანიის 33 პროცენტის მფლობელი გახდა და ერთობლივ პროექტში შავიზღვისპირა გონიოს 260 ჰექტარი მიწითა და თბილისის მიმდებარედ 590 ჰექტარი ტყე-პარკით შევიდა, სადაც მრავალფუნქციური კომპლექსები უნდა აშენდეს.

პროექტების საერთო ღირებულება, გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, 6,6 მილიარდი, ზეპირი განცხადებებით კი “6 მილიარდზე მეტი” დოლარი იქნება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *