თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფა- დაღუპულია 20 სამხედრო პირი
გუშინ საქართველო-აზეირბაიჯანის საზღვარზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტირიაზე თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა.საქართველოს საქაერონავიგაციამ განაცხადა, რომ საჰაერო ხომალდი საქაერონავიგაციის რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა.
ამის შემდეგ, უწყების ცნობით, საქაერონავიგაციამ ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
თურქული CNN Turk-ი და აზერბაიჯანის მთავრობის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო APA თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით დაადასტურა.სამხედრო თვითმფრინავის, C130 „ჰერკულესის“ ბორტზე 20 სანხედრო იმყოფებოდა,ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულუა ყველა სამხედრო.
დაღუპული სამხედრო პირების შესახებ თურქეთის მედიამ გაავრცელა.
დაღუპული სამხედრო მაღალჩინოსნები არიან:
პილოტი, ვიცე_პოლკოვნიკი გოქჰან ქორქმაზი: მისი დაღუპვის ამბავი სტამბოლის ბიუიუქჩექმეჯეს რაიონში მყოფ ოჯახს ეცნობა.
ავიაციის ტექნიკური მომსახურების უფროსი სერჟანტი ბერქაი ქარაქა (28 წლის): მისი ოჯახი ქირქლარელის პროვინციის ლულებურგაზის რაიონში ცხოვრობს. დაღუპულის მამა, ნედიმ ქარაქა, პენსიაზე გასული სერჟანტია.
ავიაციის ტექნიკური მომსახურების უფროსი მთავარი სერჟანტი ნური ოზჯანი (54 წლის): მისი დაღუპვის ამბავი ქარაბუქის პროვინციაში მყოფ მშობლებს, შაზიესა და მეჰმედ ოზჯანებს, საავადმყოფოში აცნობეს. ის დაქორწინებული იყო და ჰყავდა 2 შვილი.
ავიაციის ტექნიკური მომსახურების მთავარი სერჟანტი ილქერ აიქუთი: მისი ოჯახი თექირდაღის პროვინციის მურათლის რაიონში ცხოვრობს. მამამ, უნალ აიქუთმა, განაცხადა, რომ შვილს დავალებაზე გამგზავრებამდე, ერთი დღით ადრე ესაუბრა.
ქაისერის სამი გმირი: ქალაქ ქაისერიში სამი სამხედროს ოჯახი იღებს სამძიმარს.
ავიაციის პილოტი, მაიორი ნიჰათ ილგენი (38 წლის): დაღუპვის ამბავი მეუღლეს, ულქუს ეცნობა.
ავიაციის პილოტი, მაიორი სერდარ უსლუ (39 წლის): დაღუპვის ამბავი მეუღლეს, გოქნურ უსლუს აცნობეს. უმძიმესი დეტალია, რომ მაიორი უსლუს მეუღლე 7 თვის ორსულია.
ავიაციის ტექნიკური მომსახურების უფროსი მთავარი სერჟანტი ნური ოზჯანი: მისი ოჯახის ნაწილი ქაისერიში ცხოვრობს.
ავიაციის ტექნიკური მომსახურების უფროსი ლეიტენანტი ემრე მერჯანი (27 წლის): მისი ოჯახი ესქიშეჰირის პროვინციაში ცხოვრობს. დაღუპული მხოლოდ შარშან დაქორწინდა.
