მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედას კვლავ  ემუქრებიან, პროკურატურა უსუსურია
1 min read

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედას კვლავ ემუქრებიან, პროკურატურა უსუსურია

  შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე  ხელისუფლებას მიმართავს და  მისი შვილის გიგა ავალიანის მკვლელების დასჯას ითხოვს,მან რამდენჯერმე მიმართა პროკურატურას, მაგრამ როგორც მისი წერილიდან ირკვევა, პროკურატურა ნებსით თუ უნებლიედ  გიგა ავალიანის მკვლელების პასუხისგებაში მიცემას და  სიმართლის დადგენას ამ დრომდე არ აპირებს. გთავაზობთ მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედის ეკა კუპატაძის მიმართვას ხელისუფლებისადმი.
„მივმართავ ხელისუფლებას!
მე რომ გუშინ ღია წერილი მივწერე საქართველოს პროკურატურას, მართლა ხომ არ ეგონათ, რომ საჯარო პასუხის მოლოდინში ვიყავი?!
არა! მე ამ წერილით მათ სარკე მივუტანე ცხვირწინ, რომ შიგ ჩაეხედათ და უსუსური სახეები დაენახათ, მაგრამ სულ მომკვდარან და ვერც კი დაორთქლეს!
მათმა არასწორმა სვლამ, უკვე გამოიღო შედეგი:
1) მკვლელი ა. გ.-ის მამამ, ახალი ადვოკატით მხრებგაშლილმა, ტონი შეიცვალა და აქამდე თუ ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებდა, დღეს ამაყად დააბოტებს!
2) ტროლ/ბოტებით უკვე შემოგვიგდეს რამდენიმე მუქარა და შეაპარეს გიგას გასაშავებელი კომენტარები.
გ ა ა ს ა ჯ ა რ ო ვ ე თ
ა. ნ. და ა. გ.-ს მიმოწერა, გაიგოს ხალხმა, რომ მართლა
მ კ ვ ლ ე ლ ო ბ ა დაგეგმეს და ისიც წაიკითხონ, როგორი ლექსიკონით საუბრობენ ,,არასრულწლოვანები”!
(ა. ნ. არის ,,ვაჟკაცი გოგო”, ნ. ი. და ა. გ.-ის საერთო მეგობარი)
ივმართავ
ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ა ს!
გთხოვთ, ვისაც კი, თუნდაც ერთი კომენტარი დაგხვდებათ ჩვენდამი მუქარის, ან გიგას საწინააღმდეგო, დასქრინეთ და ჩამიყარეთ.
მადლობა ყველას, ვინც ნებისმიერი ფორმით გამოხატავს ჩვენს თანადგომას.” – წერს სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.
 მოგეხსენებათ,  ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის გიგა ავალიანს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
 სოციალურ ქსელში ვრცელდება გიგა ავალიანის დედის მიმართვა ის საზოგადოებას დახმარებას და თანაგრძნობას სთხოვს სიმართლის დადგენაში.
   შვიმოკლული დედის სასოწრაკვეთილმა დაძახილმა საზოგადოებისადმი, რატომღაც  ნაციონალური რეჟიმის დროს სასტიკად მოკლული სანდრო  გირგვლიანის დედის ირინა ენუქიძის სიმართლისთვის თავგანწირული ბრძოლა გამახსენა, რომელიც სამწუხაროდ უშედეგოდ  დამთავრდა.
ირინა ენუქიძემ მაშინ სამართალი ვერ იპოვა, ის  საავადმყოფოში გაურკვეველ ვითარებაში  გარდაიცვალა…
 რეჟიმები იცვლება, მაგრამ არ მთავრდება  პროკურატურის თუ სასამართლოს უსამართლობა.
 ახლა კი, შვილმკვდარ დედას  ეკა კუპატაძეს  ეჭვმიტანილები აქეთ ემუქრებიან, მოკლულს კი ადანაშაულებენ.
რატომ დუმს პროკურატურა და  რატომაა  უსუსური?
  თქვენ რას ფიქრობთ მკითხველო?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *