ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი „კამიტი“ გამოიყენა
გავლენიანი ბრიტანული
BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე.
BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
ზვიად მაისაშვილი, რომელსაც საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პერიოდში, რუსთაველის მეტროსთან სპეცრაზმის თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ზვიად მაისაშვილი BBC-ის მიერ მომზადებული საგამოძიებო სიუჟეტის ერთ-ერთი რესპონდენტია.
მაისაშვილის სუს-ში დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ჟურნალისტი და აქტივისტი თორნიკე რაზმაძე ავრცელებს.
„ზვიოც დაიბარეს გამოკითხვაზე BBC-სთან დაკავშირებულ საქმეზე. შეგახსენებთ, რომ ზვიო მხოლოდ თვეების შემდეგ ცნეს დაზარალებულად და მის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დღემდე არცერთი ჯალათი არ არის იდენტიფიცირებული და მითუმეტეს დასჯილი”, – წერს სოციალურ ქსელში აქტივისტი თორნიკე რაზმაძე.
ბრიტანული გამოცემა BBC ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში , საქართველოს ხელისუფლებამ, ანტისამთავრობო აქციების მონაწილე დემონსტრანტების წინააღმდეგ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. საუბარია ქიმიურ ნაერთზე, რომელსაც საფრანგეთის არმიამ „კამიტი“ უწოდა.
წყარო: „ინტერპრესნიუსი“
