„ დემოგრაფიული კატასტრობის წინაშე ვდგევართ, თავი არავის გამოვაყენებინოთ და ჭკუით ვიმოქმედოთ!“-ლევან მამალაძე
მალე საქართველოში არაბული ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, რომელიც ქვეყანას არაბიზაციის საშიშროებას უქადის.
არაბული ინვესტიციის ფარგლებში, 9 მილიონი ჰექტარი მიწის ნაკვეთი არაბ ინვესტორს გადაეცემა. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეწინაღმდეგება ამ პროექტს, რადგანაც ორი არაბული ქალაქის აშენება საქართველოში, კერძოდ გონიოსა და კრწანისში, ნიშნავს სულ ცოტა რამდენიმე ათასი არაბული ოჯახის ჩამოსახლებას, რაშიც ქართველი ხალხი დემოგრაფიულ საშიშროებას ხედავს.
დღევანდელი ხელისუფლება ჯიუტად ამტკიცებს, რომ არაბული ინვესტიციით ქვეყანას არავითარი საშიშროება არ ემუქრება.
პროექტის განხორციელებით კი (იგულისხმება 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია) ქვეყანა წინ წავა.
სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
