ამერიკამ ვენესუელა დაბომბა,დაკავებულია პრეზიდენტი  ნიკოლა მადურო
1 min read

ამერიკამ ვენესუელა დაბომბა,დაკავებულია პრეზიდენტი ნიკოლა მადურო

    1. 🔵 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავეს და ქვეყნიდან ვერტმფრენით გადმოიყვანეს მას შემდეგ, რაც აშშ-მა კარაკასზე “მასშტაბური დარტყმები” დაიწყო.

🗯️ “ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან ვერტმფრენით გაიყვანეს. ეს ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავებთან ერთად განხორციელდა. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი”, — დაწერა ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე.

🔵 ტრამპმა არაერთხელ დაიმუქრა ვენესუელაზე თავდასხმით, ქვეყნის ხელისუფლებას ის “ნარკოტერორიზმში” ადანაშაულებდა.

🔵 შეერთებულმა შტატებმა არ აღიარა მადუროს გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში და უარს ამბობს მის ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიჩნევაზე. 2020 წელს, დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს, შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის ლიდერის დაჭერისთვის 15 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა. 2025 წლის იანვარში ეს თანხა 25 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო აგვისტოში — 50 მილიონ დოლარამდე.
📷 Sky News

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *