სუხიშვილების საოცნებო სცენები ნიუ ირკის შუაგულში
” ქართული ცეკვა,როჯვით განფენილი”- ეს ემიგრანტი მწერლის გრიგოლ რობაქიძის სიტყვებია. რობაქიძემ უცხოეთში პურველად ნახა ქართული ნაციონალური ბალეტის”სუხიშვილების” წარმატება.
უკვე რამდენი ათეული წლებია გცაოცებს და სიამაყით გვავსებს სუხიშვილების ყველა კონცერტი.
ამჯერად ნიუ იორკის შუაგულში, 57-ე ქუჩასა და მეშვიდე ავენიუს მიმდებარედ, დგას შენობა, რომლის სცენაზე უამრავი წარმატებული არტისტი მდგარა. კარნეგი ჰოლი – ადგილი, სადაც მუსიკა და მოძრაობა ისტორიის ნაწილად იქცევა და სადაც სცენაზე გასვლა მხოლოდ ხელოვნების უმაღლეს ნიშნულს ნიშნავს.
ამ ლეგენდარულ სცენაზე 17 იანვარს ქართული კულტურის კიდევ ერთი ისტორიული მომენტი დაიწერა – ნიუ იორკში, კარნეგი ჰოლში, „სუხიშვილების“ ნაციონალურმა ბალეტმა იცეკვა.
იმ დღეს სუხიშვილების გამოსვლა მხოლოდ კონცერტი არ ყოფილა. ეს იყო საქართველოს, როგორც უძველესი კულტურისა და გენის კიდევ უფრო დაახლოება დანარჩენ მსოფლიოსთვის. წარმოდგენილი ყველა საცეკვაო ნომერი იყო ქართულის სულის,იდენტობის,ტრადიციების ზეიმი,მარადიული ხელოვნების ნიმუში.ქართული ცეკვა სუხიშვილების შესრულებით ყოველთვის სცდება ფოლკლორის ჩარჩოებს. არის თეატრალიზებული, დრამატული, ტექნიკურად ურთულესი და ემოციურად დატვირთული სანახაობა, რომელიც მაყურებელს არა მხოლოდ თვალით, არამედ გულითაც ამახსოვრდება.
ტეადიციულ ხედვას თან ახლდა თანამედროვე ქორეოგრაფიული ხედვა – რაც მთავარია ხელუხლებელი და პირვანდელი დატოვებულია ცეკვის ყველა ილეთში- მამაკაცური სიმკაცრე და სიძლიერე, ქალების სინატიფე და გრაციოზულობა,უფრო მეტად, ნარნარი მოძრაობა ქალურობა ქალების და მამაკაცის ვაჟკაცური მიმოხვრა.
ცეცხლოვანი რიტმი ქართულ ცეკვას უფრო მეტ დრამატიმულობას სძენდა.
ცეკვას თან სდევდა მაყურებლის უწყვეტი ოვაციური ტაში.
ეს იყო ჯარნეგის სცენაზე ქართული ნიჭის აპოგეა. სწორედ ქართულ ცეკვაში იხილა ამერიკელმა მაყურებელმა ქართული ხელოვნების უზადოება და სილამაზე,ქართული კულტურის სახე.უძველესი ერის ისტორია და ტრადიციები

სუხიშვილების კონცერტს ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
აღტაცებას ვერ მალავდა ამერიკელი მაყურებელი,რასაკვირველია მათ შორის ბევრმა არც კი იცოდა ქართული ცეკვის შესახებ. აპლოდისმენტები და ოვაციები არ წყდებოდა,
მქუხარე ტაში და დარბაზი ფეხზე იდგა,ასე გააცილეს ანსამბლი.ლ სცენიდან. ემოციური ეს დღე თვით სუხიშვილებისალ მოცეკვავეებისთვის და მათი ხელმძღვანელობისთვის. ისინი კიდევ ერთხელ წარდგნენ მაყურებლის წინაშე.
რა თქმა უნდა, ეს მოვლენა ემოციური იყო თავად “სუხიშვილების” მოცეკვავეებისთვისაც და ხელმძღვანელებისთვისაც..ემოციური იყო მათი წარდგენა,მაყურებლის წინაშე,რომლებმაც გულწრფელი ტაშით გააცილეს. ეს ემოციები დიდხანს გაჰყვება როგორც მაყურებელს,ასევე თავად მოცეკვავეებსაც.
“7 იანვარი, 2026 წელი. განსაკუთრებული დღეა..
დაბადების დღეს ნიუ იორკში აღვნიშნავ, კარნეგი ჰოლის სცენაზე.
დიდი მადლობა “სუხიშვილებს”, რომ საოცნებო სცენები ერთად დავიპყარით! გამიმართლა, რომ მისი ნაწილი ვარ…მუდამ თქვენი, ნათია ბაკურაძე!” – წერს მოცეკვავე ნათია ბაკურაძე და ფოტოებს აქვეყნებს.


