რა მიზეზით ჩაუკეტეს ქურმუხის ეკლესია მომლოცველებს?
დღეს 2026 წლის 23 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საინგილოში (კახის რაიონი, აზერბაიჯანი) მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში სალოცავად მისული მოქალაქეები ტაძარში არ შეუშვეს.
აღსანიშნავია,რომ
ეს ფაქტი უკავშირდება ტაძრის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს,კერძოდ
2026 წლის სექტემბერში გავრცელდა ცნობები, ტაძართან არსებულ ბანერზე, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული იყო არქეოლოგიური გათხრების მიზეზით.
სამწუხაროდ საპატრიარქოსა და ბაქოს პოზიციებ ერთმანეთს არ დაემთხვა,2026 წლის სექტემბერში საქართველოს საპატრიარქომ ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდა.
- აზერბაიჯანის მხარემ საპატრიარქოს განცხადებებს მკაცრად უპასუხა და პოზიციას „გაუგებარი“ უწოდა.
- ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია ისტორიული ჰერეთის ქართველობის ერთ-ერთი მთავარი სალოცავია, რომელიც მომლოცველებისთვის ჩვეულებრივ წელიწადში მხოლოდ ორჯერ — გიორგობის დღესასწაულებზე (6 მაისსა და 23 ნოემბერს) იღება
