
მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა
რეჟისორი სანდრო ელოშვილი ავრცელებს მსახიობ ზურა ბერიკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს და მას ემშვიდობება.
„კარგად, ზურიკო… მადლობა ყველაფრისთვის….“
მსახიობი დიდი ხანია, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებს ებრძოდა…
სამწუხაროდ, ექიმებმა ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლეს და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა.
fortuna.ge დაუკავშირდა რეჟისორს, რომელმაც მსახიობის გარდაცვალება დაგვიდასტურა: „დღეს გარდაიცვალა…“, აღნიშნა ჩვენთან საუბრისას რეჟისორმა.