“ რა საფრთხეები დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, პოლიტიკურ მარაზმს საქართველო ეწირება”-დემურ გიორხელიძე
“მსოფლიოში წარმოუდგენელი მასშტაბის
გადანაწილება მიდის, –
არაერთი სახელმწიფო შეწყვეტს არსებობას
(ეს თეზისი წლების წინ დავწერე პირველად,
საუბედუროდ, ასე გამოდის!)
არ არსებობობს ერთი შანსიც კი, დიპლომატიური გზით
გადაწყდეს უთანხმოებები დიდ სახელმწიფოებს შორის.
ყველაფერი გადაწყდება ისე, რა პროცესიც მიდის –
პროქსი-ომების საშუალებით,
პროქსი-სახელმწიფოების გამოყენებით,
რომლებიც დაასრულებს ამ სახელმწიფოებს.
ამ ვითარებაში,
როცა ქართულ ტელესივრცეში ყოველდღე უნდა
მიდიოდეს დეტალური განხილვა ყველა
ურთიერთსაწინააღმდეგო სცენარებისა,
სხვადასხვა მიზნებისა და ამოცანებისა, –
ვინ რის მიღწევას ცდილობს, რა გზებით, ვისთან
შეკავშირებული, –
ყველა ამ სცენარში რა ადგილი უჭირავს სამხრეთ
კავკასიას, თითოეული სცენარი როგორ განიხილავს
აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, –
რა საფრთხეები დგას ჩვენი სახელმწიფოს და
ქვეყნის წინაშე, –
პროფესიული, ღია და ღრმა საუბრები-დისკუსიები,
რადგან თუ ზუსტად, სიღრმეებში არ გესმის რა ხდება,
გადაწყვეტილებები ვერ იქნება კარგი!
მაგრამ არაფერი მსგავსი არ ხდება!
საქართველო რაღაც გამაოგნებელი მარაზმული
პოლიტიკური პროცესის მომსწრეა:
არც ხელისუფლებას, არც ე.წ. “ოპოზიციას” ერთი
სიტყვა არ დაუძრავს, თუ როგორ გადწყვიტოს
პრობლემები!
თითქოსდა, არაფერი ხდება!
30 წლის წინანდელ იდეოლოგიურ შტამპებს
გამოკიდებულები, – “ჩვენებას” არ ცვვლიან,
არაფრის გააზრებას არ ახდენენ, მთელი დისკუსია
დაყვანილია იმაზე, თუ ვინ უფრო კარგია,
ვის სურს ომი და ვის სურს “მშვიდობა”,
ერთმანეთს წარსულში ჩარჩენილი ბრალდებებით
ამუნათებენ, –
ვიღაც, თურმე, “პრორუსია”,
ვიღაც “ევროპისკენ მიისწრაფვის” და ვიღაც “ცუდები
უშლიან ხელს”, რაც ტრაგიკომიკური ლუღლუღია
მხოლოდ, – პოლიტიკის მიღმა მდებარე!
ე.ი. რაღაც სჭირს ქვეყანას, მის ხალხს!
რაღაც დაზიანებულია აზროვნების მექანიზმში!
ქართველს მოუდუნდა სიფხიზლე, დაუჩლუნგდა აღქმის
უნარი, აღარაფერს იკვლევს, არაფერს სწავლობს, –
დინებას მიყოლილი, ელის მოვლენებს, რომლებიც,
შეიძლება, ქვეყანას ტრაგედიად მოუბრუნდეს,
თუ ეს პოლიტიკური მარაზმი გაგრძელდება!
ახლა სხვა დროა!
ახლა ჯერ კიდევ არის დრო, ამ გლობალურ ტექტონიკურ
ცვლილებებში გავერკვეთ და სამშვიდობოს გავიდეთ!
მაგრამ მე ვერ ვხედავ – ამის სურვილი იყოს!
ძალაუფლების შენარჩუნება და/ან ძალაუფლების ხელში
ჩაგდება – ვერც ერთი და ვერც მეორე, – ქვეყანას ვერ
ააცილებს უბედურებას, რადგან არაფრით ჩანს, რომ ან
ხელისუფლებას ან ოპოზიციას ესმოდეს საფრთხეების
სიღრმე და შეეძლოს გამოსასვლელ გზებზე პროფესიული
პოლიტიკური საუბარი!
არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოებრიობაა საფრთხის
ქვეშ! არა, არა მხოლოდ!
რამდენიმე გლობალურ პროექტში,
არ არსებობს ოდნავ მაინც საიმედო სცენარი
საქართველოსთვის, სადაც შესაძლებელი იქნება ქართული
სახელმწიფოს, მისი კულტურისა და ხალხის შენარჩუნება
ამ სცენარების გამარჯვების შემთხვევაში.
ჩვენ ყველაფერ ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ და საუკეთესო
სცენარზე ვთანხმდებოდეთ ყველა ერთად!
რა მნიშვნელობა ექნება ხელისუფლებას ან ოპოზიციას,
თუ ამ პოლიტიკურ მარაზმს სახელმწიფო შეეწირება,
თუ უარესი რამ არ მოხდა!”-ექსპერტი დემურ გიორხელიძე საინტერესო მიმიხილვით დღევანდელობაზე და საქართველოს მომავალზე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.