USAID-მა  დახმარება 90 დღით შეაჩერა- “რაში იხარჯება ამერიკის  მიერ  დაფინანსებული   თითოეული დოლარი?”
1 min read

USAID-მა დახმარება 90 დღით შეაჩერა- “რაში იხარჯება ამერიკის მიერ დაფინანსებული თითოეული დოლარი?”

ამერიკის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ უკვე ხელმოწერილია აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც  საერთაშორისო განვითარების სააგენტოს. USAID- ის  დახმარება 90 დღით შეჩერების შესახებ.

„ჩვენ მიერ დახარჯული თითოეული დოლარი, ჩვენ მიერ დაფინანსებული თითოეული პროგრამა და ჩვენ მიერ გატარებული თითოეული პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს პასუხებს სამ შეკითხვაზე: აქცევს თუ არა ეს ამერიკას უფრო უსაფრთხოდ? აქცევს თუ არა ეს ამერიკას უფრო ძლიერად? აქცევს თუ არ ეს ამერიკას უფრო აყვავებულად?“, – განაცხადა 22 იანვარს მარკო რუბიომ, ტრამპის ახალი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაში ხაზგასმულია ასევე ,რომ აშშ-ის დაფინანსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, თუმცა არ არის მითითებული კონკრეტული ქვეყნები, პროგრამები თუ ბენეფიციარები, რომლებსაც შესაძლოა შეეხოთ ეს პროგრამა და შეეხება თუ არა უკვე მიმდინარე პროექტებს, რომელთათვისაც დახმარება უკვე გამოყოფილია კონგრესის მიერ, ფედერალური ბიუჯეტიდან.

დონალდ ტრამპის მიერ ლ, 20 იანვარს ხელმოწერილ  დოკუმენტი ავალებს იმ დეპარტამენტებისა და სააგენტოების ყველა ხელმძღვანელს, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან საგარეო დახმარებაზე, დაუყოვნებლივ შეაჩერონ ახალი ვალდებულებები და გადარიცხვები განვითარების დახმარების ფონდებში 90 დღის განმავლობაში, სანამ პროგრამების ეფექტიანობა და შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა არ გადაიხედება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *