ილონ მასკი:”USAID-ჭიების გორგალია, მისი შეკეთება შეუძლებელია, ის უბრალოდ უნდა მოიშორო”
1 min read

ილონ მასკი:”USAID-ჭიების გორგალია, მისი შეკეთება შეუძლებელია, ის უბრალოდ უნდა მოიშორო”

ილონ მასკი: “როცა ჩვენ USAID-ის მოკვლევა დავიწყეთ, დაგვხვდა არა ჭიანი ვაშლი, არამედ ჭიების გორგალი. ჭიანი ვაშლიდან ჭიის ამოღება შეგიძლიათ. მაგრამ ჭიების გორგალიდან ამას აზრი არ აქვს. ის უბრალოდ უნდა მოიშორო. მისი შეკეთება შეუძლებელია”.

როდესაც USAID-ი გამოვიკვლიეთ, ცხადი გახდა, რომ ის, რაც გვაქვს, არის არა ჭიანი ვაშლი, არამედ ჭიების გორგალი, – ამის შესახებ კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„თუ გაქვს ჭიანი ვაშლი, შეგიძლია ჭიის ამოღება, თუ გაქვს ჭიების მთელი გორგალი, უიმედო მდგომარეობაა. USAID-ი ჭიების გორგალია“, – წერს მასკი.

ცნობისთვის, ილონ მასკმა გუშინ განაცხადა, რომ USAID არის „კრიმინალური ორგანიზაცია და დროა მოკვდეს“. ამასთან, მისი მტკიცებით, USAID-მა დააფინანსა ბიოიარაღის კვლევა. “იცოდით, რომ USAID-მა თქვენი საგადასახადო დოლარის გამოყენებით დააფინანსა ბიოიარაღის კვლევა, მათ შორის COVID-19, რომელმაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა?”- დაწერა მასკმა X-ზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *