“ დადგინდება მედიის ობიექტურობისა და  ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები”- მამუკა მდინარაძე
1 min read

“ დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები”- მამუკა მდინარაძე

მალე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძის განმარტებით, კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.

„მუშაობას დავიწყებთ ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“, – განაცხადა  მამუკა მდინარაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *