
ირაკლი კობახიძე: “გარე ძალებს და უცხოელ აგენტებს ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ ხელი აღმართონ ქართულ სახელმწიფოზე“
პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძუს განცხადებით გარე ძალებს არ მისცემენ ხელისუფლებას, რომ ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში და არიონ ქვეყანა.
“გარე ძალებს და უცხოელ აგენტებს ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ ხელი აღმართონ ქართულ სახელმწიფოზე”.
კობახიძის განცხადებით ნაციონალური სისხლიანი რეჟიმი გარედან იყო დაფინანსებული, რომელიც ძალადობდა საკუთარ მოსახლეობაზე.
რეალურად ეს დანაშაულები დევს ხელის გულზე – ეს არის ადამიანების მკვლელობა, წამება ციხეებში სისტემური დანაშაული, ეს არის ასევე ბიზნესის რეკეტი, ეს არის 2008 წლის ომის დანაშაული და ა.შ. ეს ყველაფერი მართალია, დევს ხელის გულზე, მაგრამ ყველაფერს კიდევ ერთხელ სჭირდება ჩაღრმავება, რათა საზოგადოებას შევახსენოთ ყველაფერი და ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი. ჩვენ გვჭირდება ერთგვარი ნიურნბერგის პროცესი იმისათვის, რომ საქართველო აღარასდროს დაუბრუნდეს ბნელ წარსულს, იმ წარსულს, რომელიც ჩვენ გვახსოვს ასე მძიმედ 2004-2012 წლებიდან. არავინ არასდროს არ უნდა დააბრუნოს ჩვენი ქვეყანა იმ რეჟიმში, რომელიც მოქმედებდა 2012 წლამდე. ეს იყო გარედან მართული სისხლიანი .რეჟიმი, რომლის დანაშაულთა გამოძიებაც მოხდება სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა