“ბიძინა ივანიშვილმა მომილოცა დაბადების დღე, 5000 ლარით დამაჯარიმეს”- პაატა ბურჭულაძე
1 min read

“ბიძინა ივანიშვილმა მომილოცა დაბადების დღე, 5000 ლარით დამაჯარიმეს”- პაატა ბურჭულაძე

ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც ლენინგრადის  თეატში მოღვაწეობს, გუშინ   ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე გამოჩნდა  და დღევანდელი ხელისუფლების  წინააღმდეგ , როგორც რეჟიმის დასასრული გვაუწყა.

“გუშინ ხალხმა მომილოცა და სიცოცხლე გამიმრავლა!
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ეტყობა გაუჭირდათ ამის გადატანა და ცოტა ხნის წინ, მავნებლებმაც მომილოცეს 5000 ლარიანი ჯარიმით!

პოლიციელს, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა ხელები უკანკალებდა, რა დღეში ჩააგდეს ქართული პოლიცია.
გზის გადაკეტვას მედავებიან, როცა მაგ დროს ხალხის მიერ მოწყობილ მსვლელობაზე ვიყავი და საერთოდ, არ ვყოფილვარ პარლამენტთან.

კარგია, რომ ოპერის წინ სიმღერა ჯერ ვერ მიწუნებენ, საქართველოს ჰიმნის შესრულებაზეც დაგვაჯარიმებენ ალბათ მალე.

ბიძინა ივანიშვილმა მომილოცა დაბადების დღე… ვიცი, რომ ძალიან გაუხარდებოდა ჩემი გუშინდელი გადახდა და ამიტომ ახლა მაქვს 5000-ლარიანი ჯარიმა…. 5000 კი არა, ბევრად მეტი ღირს ის სიყვარული, რაც მე გუშინ მივიღე” | პაატა ბურჭულაძე დაჯარიმებაზე

ამასაც გავუძლებთ!
ბრძოლა ბოლომდე!
თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ტყვეებს!-აცხადებს პაატა ბურჭულაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *