
მთავარი არხი გათიშულია, ვის ადანაშაულებს ეკა კვესიტაძე
მთავარი არხი გაითიშა.რამ გამოიწვია არხის გათიშვა?
ამ დროისთვის “მთავარ არხზე” არსებულ ვითარებაზე წერს ტელევიზიის ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე.
“მთავარი არხი”-ს გათიშვას ჰყავს ერთადერთი ავტორი – ზაზა ოქუაშვილი! აქ რამდენიმე ძალიან ცუდი პოსტი წავიკითხე (რბილად შევაფასებ), რომ თითქოს გვარამია-ოქუაშვილის კონფლიქტის გამო გაითიშა არხი! ძალიან სამარცხვინოა ასეთი პოსტები ახლა, ძალიან.
ოქუაშვილმა მოკლა არხი – არც ფული ირიცხება, არც სარეკლამო ხელშეკრულები იდება, ვერც დენის ფულს ვრიცხავთ და ვერც ინტერნეტის და ა. შ.
და თქვენ წარმოიდგინეთ, თანამშრომლებსაც არ აქვთ ფული, რომ არხზე იარონ. ვინც ერთი ჟურნალისტით და ერთი ოპერატორით საინფორმაციოს გაუშვებს ეთერში, თეო გილიგაშვილი დაუთმობს სიამოვნებით თავის ადგილს. ასე რომ, სანამ რამეს დაწერთ, ცოტა დაფიქრდით, თუმცა! ეს დამატებითი, გადაუჭრელი პრობლემები რომ არ იყოს, აქამდე თვეების განმავლობაში კაპიკებზეც ვმუშაობდით! ახლა ამის საშუალებაც არ გვაქვს!”- წერს ეკა კვესიტაძე