“რუსეთისთვის სასჯელი შეიძლება იყოს „დამანგრეველი“, თუ ომის გაგრძელებას გადაწყვეტს”
1 min read

“რუსეთისთვის სასჯელი შეიძლება იყოს „დამანგრეველი“, თუ ომის გაგრძელებას გადაწყვეტს”

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა განაცხადა,რომ   ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები ზუსტად ახლა რუსეთში მიემგზავრებიან ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებისთვის.
თუმცა ტრამპის მოსაზრებით , მას შეუძლია გადადგას რუსეთისთვის ფინანსურად დამანგრეველი ნაბიჯები, თუ მოსკოვი ომს არ შეწყვეტს.თუ რას ფიქრობს რუსეთი ომის შეწყვეტაზე და რა მოლოდინები აქვს ამერიკას ამის შესახებ დონალდ ტრამპი ამბობს:

„ჩვენ გვქონდა კარგი ურთიერთობები ორივე მხარესთან. წარმომადგენლები მიდიან რუსეთში ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ და იმედია, ჩვენ შევძლებთ, მივიღოთ ცეცხლის შეწყვეტა რუსეთისგან. თუ ასე მოხდა, ეს იქნება 80% ამ საშინელი სისხლის აბაზანის დასრულებამდე“, — განაცხადა ტრამპმა.

იგივე ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის საკითხზე სამშვიდობო შეთანხმებას უახლოვდებიან.თუმცა რუსეთისთვის სასჯელი შეიძლება იყოს „დამანგრეველი“, თუ ომის გაგრძელებას გადაწყვეტს.

„არსებობს რაღაცები, რისი გაკეთებაც შეიძლება, რაც არ იქნება სასიამოვნო ფინანსური თვალსაზრისით. მე შემიძლია გავაკეთო რამე ფინანსურად. ეს ძალიან ცუდი იქნებოდა რუსეთისთვის. მე არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მინდა მშვიდობის მიღწევა,მე მყავდა ვიღაც [ზელენსკი], რომელსაც თითქოს არ სურდა მშვიდობა. ახლა ის დასთანხმდა მშვიდობას. ასე რომ, ვნახოთ“, — დასძინა დონალდ ტრამპმა.

“ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“ – უკრაინა აშშ-ის მოლაპარაკებების შედეგები, ევროპელი ლიდერების შეფასებები და რუსეთის პოზიცია: შეწყდება თუ არა ომი? ახლა ყველაფერი დამოკიდებულია რუსული მხარის გადაწყვეტილებაზე
“ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“ - უკრაინა აშშ-ის მოლაპარაკებების შედეგები, ევროპელი ლიდერების შეფასებები და რუსეთის პოზიცია: შეწყდება თუ არა ომი?

სა­უ­დის არა­ბეთ­ში მიმ­დი­ნა­რე უკ­რა­ი­ნი­სა და აშშ-ის დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შეხ­ვედ­რა რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ დას­რულ­და.

მე­დი­ის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გე­ბი – უკ­რა­ი­ნა მზად არის შუ­ა­ლე­დურ, 30-დღი­ან ცე­ცხლის შე­წყვე­ტას და­თან­ხმდეს, ხოლო აშშ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ნა­ახ­ლებს უკ­რა­ი­ნის­თვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბი­სა და სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მას.

რო­გორც აშშ-ისა და უკ­რა­ი­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი: აშშ “და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­უქ­მებს სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა­ზე პა­უ­ზას და გა­ნა­ახ­ლებს უკ­რა­ი­ნის­თვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *