
” გადავარჩინოთ სირიელი ალავისტი ოჯახები და ჯავახეთში ჩავასახლოთ”-ლევან მამალაძე
ესღა აკლია საქართველოს,შევარდნაძისხელისუფლების მაღალჩინოსანი,ყოფილი ქვემო ქართლის გუბერნატორი,ერთ დროს საქართველოდან გაქცეული, ლევან მამალაძე სირიელი ლტოლვილების ჯავახეთში ჩასახლებას ითხოვს.
საიდან მოსდის ეს აზრები ვერ გეტყვით,თუმცა ერთი რამის თქმა შემიძლია, საქართველოსთვის სირიელი ლტოლვილების ჩამოსახლება დამღუპველი იქნება.
თურქი-მესხების ჩამოსახლება არ გვინდოდა და სირიელები უნდა კიდევ საქართველოს? თქვენ რას ფიქრობთ მკითხველო?
გთავაზობთ ლევან მამალაძის პოსტს,რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც დასმულ კითხვას ცივი გონებით მიუდგა და დაცარიელებული სამშობლოს პრობლემაზე დაფიქრდა !
რეალურად ეს იყო ტესტი, იმისა თუ რამდენად მტკივნეულად აღიქვამს ქართული საზოგადოება ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებს, ახლანდელ მსოფლიოში გამოკვეთილ სახიფათო ექსპანსიებსა და ტერიტორიების დაკარგვის საფრთხეს. თქვენმა აქტიურობამ დამარწმუნა, რომ აუცილებელია ამ თემაზე გავხსნათ მსჯელობა, რათა შემუშავდეს სამოქმედო გეგმა პრობლემათა დასაძლევად და ხელისუფლება ვალდებული გახდეს მოქმედებისთვის.
განწირული სირიელი ქრისტიანების საკითხზე არავინ იზრუნებს და ჩვენთან ამ საკითხს დღის წესრიგში არავინ დააყენებს!
გვახსოვდეს, რაც არ უნდა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს , საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე ადგილი გვეკავოს, ვქმნიდეთ პოლიტიკას, ვებრძოდეთ “Deep State”-ს, ევროპისკენ ვილტვოდეთ, ვაფართოვებდეთ ბიზნესს და პირად კეთილდღეობას, მოსახლეობის კატასტროფული კლების ფონზე, საქართველოში ქართველი თუ აღარ დარჩა და ტერიტორიები დაცარიელდა , ყველაფერს აზრი დაეკარგება და ქვეყნის დაკარგვის წინაშე დავდგებით.
ეს არ გეგონოთ , რომ ათეულობით წლების შემდეგ მოხდება, ამ პრობლემის წინაშე უკვე ვდგევართ! დარწმუნებით ვერ გეტყვით რა ადამინური რესურსი შემოგვრჩა და რა დრო არის ჩვენი ხალხის განკარგულებაში, რომ ეს ეროვნული პრობლემა დაიძლიოს , შევინარჩუნოთ ის რაც გვაქვს და არ აღმოვჩნდეთ იმ ზღვარს მიღმა, როცა ერი აღდგენის უნარს კარგავს. საბჭოთა პერიოდის შემდეგ , დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, წალკის რაიონში შევძელით სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მასიური ჩასახლება. ამ საქმეში უნიკალური გამოცდილება შევიძინეთ და ამიტომ გადავწყვიტე, უახლოეს პერიოდში შემოგთავაზოთ ჩემი მოსაზრებები არსებულ პრობლემათა მოგვარების შესახებ”-წერს ლევან მამალაძე
@გამომწერები გიორგი ლაღიძე Nazibrola Qobalia ოთო სტეფაჼიშვილი Iranda Kalandadze Joni Gurgenadze David Kobalia Zaur Nachkebia Murman Kuridze Ia Danelia გიორგი ახვლედიანი