პუტინი მზადაა  შეწყვიტოს ომი უკრაინაში
1 min read

პუტინი მზადაა შეწყვიტოს ომი უკრაინაში

უკრაინა-რუსეთის ომის შეწყვეტის შესახებ პირველი განცხადება დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.

თუმცა ამას წინ უძღოდა ამერიკისა სა უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა,ასევე   ამერიკისა და უკრაინის  მხარეების მოლაპარაკებები.

დღეს კუ  ყურადღების ცენტრშია რუსული.მხარე.

 რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 13 მარტს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზადაა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში და ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის წინადადებაც წამოაყენა.

 

თუმცა, როგორც პუტინი აცხადებს, ეს პროცესი „მტკივნეულ“ მომზადებას მოითხოვს ორივე მხრიდან. პუტინმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის განსახორციელებლად აუცილებელია მთელი ფრონტის ხაზზე კონტროლის საკითხების მოგვარება. ამასთან, მან ფაქტობრივად მოითხოვა კურსკის ოლქში განლაგებული უკრაინული ძალების დანებება, განაცხადა, რომ ისინი რუსული არმიის მიერ სრულად არიან ბლოკირებულნი (თუმცა დამოუკიდებელი წყაროები ამას არ ადასტურებენ).

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები შემდგომ მოლაპარაკებებს მოითხოვს. სავარაუდოდ, ამ პროცესში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც იქნება ჩართული. სწორედ ამ მიზნით, ხუთშაბათს საღამოს, რუსეთის პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს ტრამპის წარმომადგენელ სტივ ვიტკოფთან.

პუტინმა მადლობა გადაუხადა ტრამპს მოლაპარაკებებში ჩართულობისთვის. მისი თქმით, მსოფლიო ლიდერებს თავიანთი “მიმდინარე საქმეები” აქვთ, მაგრამ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჩინეთის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერების მსგავსად, მშვიდობის მიღწევის „კეთილშობილურ მისიაში“ მონაწილეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *