რატომ დააყადაღეს ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი
1 min read

რატომ დააყადაღეს ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი

 დაყადაღებულია ფონ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ბო­ლოს ძი­რი­თა­დად ჯა­რი­მებს იხ­დიდ­ნენ.

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, „ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, „ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, „ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს.

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, მომხდართან დაკავშირებით დეტალებს არკვევს.

„ბანკში მეუბნებიან, რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება. თან დაყადაღებულია დაუყოვნებლივი მექანიზმით. ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან, რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში.ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების მოთხოვნა არსად გაგზავნილა.დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები, მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება“, – წერს ჟორჟოლიანი.

ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაყადაღებულია სხვა ფონდებიც

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით ყა­და­ღა მო­ი­თხო­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რამ”, – წერს ის.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, აქ­ცი­ებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი­სა და მათი ოჯა­ხე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებს მო­ი­ფიქ­რებს.

“მე­გობ­რე­ბო, როცა იხუ­რე­ბა ერთი კარი, აუ­ცი­ლებ­ლად იღე­ბა მე­ო­რე.

არა­ნა­ი­რი პა­ნი­კა, არა­ნა­ი­რი უი­მე­დო­ბა! პი­რი­ქით, სა­ინ­ტე­რე­სო ფა­ზა­ში გა­დავ­დი­ვართ და პა­ტიმ­რებ­თან აღე­ბულ პი­რო­ბას შე­ვას­რუ­ლებთ ბო­ლომ­დე!

მო­ვი­ფიქ­რებთ სხვა გზებს, რო­გორ და­ვეხ­მა­როთ ბი­ჭებს! ქო­ცებს რომ ეგო­ნათ შეგ­ვა­ში­ნებ­დნენ, ბრძო­ლის ახა­ლი ძა­ლე­ბით დაგვტე­ნეს,“ – წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი

ხსე­ნე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზი­ან­და 55 ფი­ზი­კუ­რი პირი, რო­მელ­თა­გან უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. ამას­თან ცე­ცხლის გა­ჩე­ნის გზით და­ზი­ან­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი და მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და სპე­ცი­ა­ლუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ცალ­კე­უ­ლი ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი მო­ბი­ლი­ზე­ბას უკე­თებ­დნენ ფი­ნან­სებს, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლი ხმარ­დე­ბო­და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე პირ­თა სა­ჭი­რო­ე­ბებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და იმ იუ­რი­დი­უ­ლი და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის სა­ბან­კო ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლა, რო­მელ­თა მი­მარ­თაც არ­სე­ბობ­და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ სხვა­დას­ხვა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის მა­ტე­რი­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რას.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და მი­წო­დე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ე.წ. „ფონ­დე­ბის“ მეშ­ვე­ო­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი პირ­და­პირ წარ­მარ­თა­ვენ თან­ხებს უკა­ნო­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, მო­უ­წო­დე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­კენ და სხვა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის­კენ. კონ­კრე­ტუ­ლი ფონ­დე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი და ფი­ნან­სუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, მი­მარ­თუ­ლია სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი პი­რე­ბის და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

  • ხდე­ბა სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი პი­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­რი­მე­ბის გა­დახ­და და სხვა სა­ხის პი­რა­დი თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა.

გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი პი­რე­ბის მა­ტე­რი­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რას ახ­დე­ნენ შემ­დე­გი ფონ­დე­ბი, – ა(ა)იპ „ნა­ნუ­კას ფონ­დი“; ა(ა)იპ „ფროს­ფე­რი­თი“; ა(ა)იპ „ფონ­დი ერ­თმა­ნე­თის­თვის 24/7“; ა(ა)იპ „სირ­ცხვი­ლია“; ა(ა)იპ „თბი­ლი­სის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლი“; აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­თი­თე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც ფი­ნანსდე­ბა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, გახ­სნი­ლია ბოლო პე­რი­ოდ­ში და 2024 წლის დე­კემ­ბრი­დან დღემ­დე, და­ხარ­ჯუ­ლი აქვთ 2.000.000 ლარ­ზე მეტი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ე.წ. „ფონ­დე­ბი“, მი­ღე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის ძი­რი­თად ნა­წილს წარ­მარ­თავ­დნენ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის­თვის, ისე­ვე რო­გორც ამ და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­სა­დე­ნად სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რის და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნის­თვის, კერ­ძოდ მი­თი­თე­ბუ­ლი „ფონ­დე­ბი­დან“ ხდე­ბო­და თან­ხე­ბის მი­ღე­ბა/გა­ცე­მა, მათ შო­რის ტრან­ზაქ­ცი­ის დროს პირ­და­პირ მი­თი­თე­ბუ­ლი შემ­დე­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით: “აქ­ცი­ის სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის­თვის“, “რაც სა­ჭი­როა ბრძო­ლის­თვის“, “აქ­ცი­ე­ბის­თვის ინ­ვენ­ტა­რის შე­ძე­ნა“, “პი­რო­ტექ­ნი­კის შე­სა­ძე­ნად“, “აირ­წი­ნა­ღის შე­ძე­ნა წი­ნა­ხა­ზის ბავ­შვე­ბის­თვის“ და სხვა. რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით: “წი­ნა­ხა­ზის ბავ­შვე­ბის­თვის აირ­წი­ნა­ღე­ბის შე­ძე­ნა“, გან­კუთ­ვნი­ლი იყო იმ ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­ზე თავ­დას­ხმი­სას ე.წ. „წინა ხაზ­ზე“ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს, რის შე­დე­გა­დაც, რო­გორც უკვე აღი­ნიშ­ნა, ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო ათე­უ­ლო­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა, ისე­ვე რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლემ. იმ გა­რე­მო­ე­ბის მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ღე­ბით, რომ ე.წ. „ფონ­დე­ბი“, შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ფი­ნან­სე­ბის ძი­რი­თად ნა­წილს ახ­მა­რენ ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ პირ­თა და მათი ოჯა­ხის წევრთა ფი­ნან­სურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას და ამით გარ­და ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბის და­ფი­ნან­სე­ბი­სა ქმნი­ან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­ში პირ­თა ჩარ­თვის წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ სა­ფუძ­ვლებს, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 2025 წლის 17 მარტს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა – ა(ა)იპ „ნა­ნუ­კას ფონ­დი“-ს , ა(ა)იპ „ფროს­ფე­რი­თი“-ს, ა(ა)იპ „ფონ­დი ერ­თმა­ნე­თის­თვის 24/7“-ს, ა(ა)იპ „სირ­ცხვი­ლია“ და ა(ა)იპ „თბი­ლი­სის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლი“-ს სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის და მათ­ზე არ­სე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის და­ყა­და­ღე­ბა.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, რომ­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას პე­რი­ო­დუ­ლად მი­ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *