
“ყვარლის ბაგა“, რომელიც ქათმის სკინტლს აჭმევდა ძროხებს და ამ პროდუქციით ქართულ ჯარს კვებავდა
ინფირმაციას მღავარი არხი” აქვეყნებს,თუმცა ” ქათმის სკინტლის” სკანდალი ქართულ მედიაში უკ ე რამდენიმე დღეა გაბხილვის თემად იქცა.
დადასტურებული ინფორმაციით შპს „ყვარლის ბაგა“, რომელიც ქათმის სკინტლს აჭმევდა ძროხებს და ამ პროდუქციით ქართულ ჯარს კვებავდა.
📍 153 025 ლარის ღირებულების ორი გამარტივებული შესყიდვა გაფორმდა შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის” მიერ, რომელიც ჯარს ამარაგებს ყველანაირი საკვებით. მისი 100%-იანი წილი ეკუთვნის თავდაცვის სამინისტროს.
როგორც ცნობილია, “სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის” კომპანია სამხედროებისათვის საუკეთესო ხარისხის პროდუქციის უზრუნველყოფის მიზნით აგრძელებს ხარისხის მკაცრ კონტროლსა და ყველა ტიპის გადაცდომაზე შესაბამის რეაგირებას ახდენს“ – განაცხადა 2021 წელს კომპანიამ.
თუმცა დღეს კი,როგორც აღმოჩნდა, ჯარისკაცებს ისეთ პროდუქციას აჭმევდნენ, რომელიც ხშირად მძიმე დაავადებებს და ზოგჯერ სიკვდილსაც კი იწვევს” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია და გამარტივებული შესყიდვების ამსახველ ე.წ. სქრინებს აქვეყნებს.
თურმე ამ პროდუქციით ქართულ ჯარს კვებავდნენ.
📍 153 025 ლარის ღირებულების ორი გამარტივებული შესყიდვა გაფორმდა შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის” მიერ, რომელიც ჯარს ამარაგებს ყველანაირი საკვებით. მისი 100%-იანი წილი ეკუთვნის თავდაცვის სამინისტროს.
ქართულ რძეში აფლატოქსინი დაფიქსირდა — როგორია საფრთხეები და მოწამვლის სიმპტომები
წყარო on getting-ს ინფორმაციით
აფლატოქსინი M1 (AFM1) — კანცეროგენური ნივთიერება — სოფლის ნობათის რძის ნიმუშებში გამოავლინეს.

ფოტო: Bigstock / MDPI
კიბოს კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IARC) კლასიფიკაციით, AFM1 მეორე B ჯგუფის კანცეროგენია. სხვა სიტყვებით, არსებობს გარკვეული (თუმცა არასაკმარისი) მტკიცებულებები იმისა, რომ ამ ნივთიერებას ადამიანებში კიბოს გამოწვევა შეუძლია.
ზოგადად, აფლატოქსინები კანცეროგენური და მომწამვლელი ნაერთებია, რომელთაც ობის სოკოები წარმოქმნის. აფლატოქსინი B1-ით (AFB1) შეიძლება სხვადასხვა პროდუქტი დაბინძურდეს, მათ შორის: თხილეული, სიმინდი, მარცვლეული და ა. შ.
თუკი ძროხა AFB1-ით დაბინძურებულ საკვებს მიიღებს, ეს ნაერთი აფლატოქსინ M1-ად გარდაიქმნება. ეს უკანასკნელი შემდეგ რძეში გამოიყოფა.
“დაბინძურებული საკვების მიღებისას ცხოველში ხვდება აფლატოქსინი B1, რომელიც არის M1-ის სუბსტრატი. თუ ცხოველი მეწველია, M1 გადადის რძეში”, — NEXT.On.ge-სთან საუბრისას თქვეს პედიატრმა ძმებმა.
აფლატოქსინებით საკვების დაბინძურების რისკი მეტია მაშინ, თუკი იგი ნესტიან გარემოში და მაღალ ტემპერატურაზე ინახება. ეს პირობები ობის სოკოების მომრავლებას უწყობს ხელს — იმ მიკროორგანიზმების, რომლებიც აფლატოქსინებს წარმოქმნის.
მოკლე დროში აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობით მიღებამ, შესაძლოა, მწვავე ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ეს, თავის მხრივ, ღვიძლის დაზიანების რისკს ქმნის. ამ გართულების სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, ღებინება, კრუნჩხვები და შეშუპება. AFM1-ის ხანგრძლივად მიღება, თუნდაც მცირე დოზით, განსაკუთრებით სახიფათოა — დადგენილია, რომ ზოგიერთ ცხოველში ეს ღვიძლის სიმსივნეს იწვევს.
სიმპტომები და შესაძლო ზიანი მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რაოდენობით და რამდენ ხანს მივიღებთ დაბინძურებულ პროდუქტს. მნიშვნელოვანია ადამიანის ასაკიც.
“მოკლევადიანი გართულებები იშვიათია, ძალიან დიდი დოზა უნდა მიიღოს, რომ განვითარდეს. გრძელვადიანი ექსპოზიცია მცირე რაოდენობის ბავშვებში ზრდის განვითარებისა და კოგნიტიური განვითარების შეფერხების რისკს, ასუსტებს იმუნიტეტს და შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის კიბო. ეს უკანასკნელი — დიდებშიც და ბავშვებშიც, მაგრამ ბავშვი უფრო მოწყვლადია”, — აგვიხსნეს პედიატრმა ძმებმა.
გარდა ამისა, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ორსულის ორგანიზმში ტოქსინის მოხვედრამ, შესაძლოა, ნაყოფის განვითარება შეაფერხოს; მეძუძური დედის შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ იგი რძეში მოხვდება და ბავშვის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ დააყენებს.
მისი თქმით, “აფლატოქსინის გაუვნებლება არ ხდება თერმული დამუშავებით. შესაბამისად, რძის ადუღება მას ვერ ანეიტრალებს“.
იმისათვის, რომ მსგავსი რისკები ავირიდოთ თავიდან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქონლის საკვების ხარისხი და მისი შენახვის პირობები მკაცრად გაკონტროლდეს. საჭიროა ჩვენი საკვები პროდუქტების მუდმივი მონიტორინგიც — რძეში მცირე რაოდენობით ამ ნივთიერების მოხვედრა ნაკლებად გვავნებს, თუმცა იგი დასაშვებ რაოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.
პროდუქტთა იმ პარტიებს, რომლებშიც AFM1 დაფიქსირდა, სოფლის ნობათი სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით სარეალიზაციო ქსელიდან ამოიღებს. სააგენტო მოგვიწოდებს, რომ აღნიშნული რძე არ გამოვიყენოთ