რატომ აუქმებს Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას?
1 min read

რატომ აუქმებს Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას?

ამიერიდან მედეა ჩეკერი ვეღარ დაგვბლოკავს, ვერც ცენზურას დაგვიწესებს,ამის შესახებ მეტად დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი გვატყობინებს.

რატომ აუქმებს Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას – კომპანია, ფაქტების გადამოწმების პროექტის ნაცვლად, X-ის მსგავსად, “საზოგადოების შენიშვნების” პროგრამაზე გადადის

მოგეხსენებათ,რომ კომპანია Meta თავის სოციალურ პლატფორმებზე: Facebook-ზე, Instagram-სა და Threads-ზე ფაქტების გადამოწმების პროგრამის გაუქმებასა და სიტყვის თავისუფლად გამოხატვაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას გეგმავს.

 საქართველოში “ფაქტ-ჩეკ”ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი სოციალურ ქსელებში ფაქტების გადამოწმების პროგრამის ერთ-ერთი პარტნიორია, ფაქტ-მეტრთან ერთად.

ორივეს კი “ევროპული სტანდარტების ქსელი” აერთიანებს, რომლის სახელითაც საერთო განცხადება გავრცელდა.

განცხადებაში  წერია, რომ “ფაქტ-ჩეკ” ორგანიზაციები იმედგაცრუებულები არიან და მკაცრად გმობენ ცუკერბერგის მოსაზრებას, რომ ფაქტების გადამოწმების პროცესმა ცენზურის სახე მიიღო.

რატომ აუქმებს Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას – მიზეზები მარკ ცუკერბერგმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში განმარტა და თქვა, რომ ფაქტების შემმოწმებლები პოლიტიკურად ძლიერ მიკერძოებულები იყვნენ და სოციალური ქსელების მომხმარებლების ნდობა უფრო გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს. პოლიტიკური მიზნებისთვის ინფორმაციის დაბლოკვაზე დიდი ხანია საუბრობს “ქართული ოცნებაც” – საქართველოში მოქმედი ფაქტების შემმოწმებელი ორგანიზაციების მაგალითზე, უმრავლესობაში ამბობენ, რომ რასაც წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, დღეს უკვე თავად ცუკერბერგმაც აღიარა.

Meta-მ ფაქტების გადამოწმების პროგრამა, როგორც დეზინფორმაციის შეკავების მცდელობის ნაწილი, 2016 წელს წარადგინა. სოციალური პლატფორმების ხელმძღვანელი დღეს მიიჩნევს, რომ ის, რაც თავის დროზე მეტი ინკლუზიურობისთვის შეიქმნა, ახლა განსხვავებული მოსაზრებების ჩასახშობად გამოიყენება. მარკ ცუკერბერგის არგუმენტებს ოპოზიცია ქართულ ორგანიზაციებს არ უკავშირებს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ “ფაქტ-ჩეკერების” საქმიანობასთან დაკავშირებით ორაზროვანი დამოკიდებულება არსებობს.

მმართველი გუნდის შეფასებით, Meta-ს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ კონკრეტული ორგანიზაციები პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდნენ. ობიექტური ინფორმაციის ნაცვლად დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. და ეს ხშირად სოციალური ქსელის ხელმძღვანელობის კონტროლის მიღმა რჩებოდა..

გადაწყვეტილებას სწორედ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ ახლა ყველასთვის ნათელი გახდა, რა სქემით იქცა “ფეისბუკი” საქართველოს მოსახლეობის აზრის მანიპულირების მთავარ იარაღად.

Meta ფაქტების გადამოწმების პროექტის ნაცვლად, ილონ მასკის, X-ის მსგავსად, “საზოგადოების შენიშვნების” პროგრამაზე გადადის, რომელიც პოსტის დეზინფორმაციად ეტიკეტირების საშუალებას იძლევა.

სხვათაშორის,პირადად ჩემი გამოცემა “ჯეომედიაპრესი” განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო,ფაქტ-ჩეკის და მისი  პოლიტიკურად ანგაჟირებული ხელმძღვანელის თამარ კინწურაშვილი წყალობით,არაერთხელ მოექცა ცენზურის ქვეშ.  მიესალმება Meta-ს მიერ  ცენზურის გაუქმებას.

ეთერ ბალაძე

წყარო: ” რუსთავი2″

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *