
ვინ აუნაზღაურებს ზარალს მოვაჭრეებს?-15 000 კვ ფართობი დაიწვა
ვაგზალზე მდებარე სავაჭრო ცენტრი დაიწვა,რამ გამოიწვია ხანძარი და ვის ინტერესებში შედიოდა ამ ტერიტორიის მითვისება?
ერთი სიტყვით, ბევრი კითხები არსებობს დამწვარი ბაზრობის ირგვლივ.
ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ გარემოვაჭრეები,რომლებსაც საბანკო კრედიტები ჰქონდათ აღებული.
ვინ და როგორ აუნაზღაურებს გარემოვაჭრეებს ზარალს? ამაზე პასუხი ჯერჯერობით არავის აქვს.
დაზარალებული მოვაჭრეები, ტერიტორიის მფლობელი და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კომპანიისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ – დამწვარია დაახლოებით 15 000 კვადრატული მეტრი ფართობი.
“ქალი დავარდა, გული წაუვიდა… ძალიან დიდია ზარალი, 20-30 მაღაზია დაიწვა” – რას ამბობენ მოვაჭრეები ლილოში გაჩენილ ხანძარი.
გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა
სანინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, 2025 წლის 30 აპრილს ქ. თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან განცხადებით (დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა) მომართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე 10 სამუშაო დღის ვადაში ჩამოაწეროს ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები”. – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
30 აპრილს, დილის საათებში ე.წ. ვაგზლის ბაზრობის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაახლოებით 15 000 კვადრატული მეტრის ფართობი გაბადგურდა.
მოვაჭრეებმა ათეულობით ათასი ლარის ზარალი.