
“ამას მე არ ვიმსახურებდი,ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ”-ვალერი გელაშვილი
“გმადლობთ ყურადღებისთვის ქალბატონიო თეა, მაგრამ ამას მე არ ვიმსახურებდი. ეს არის ჩემი დაუმთავრებელი საქმეები – მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ, ჯარიმა არ მეკუთვნოდა! რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს?” – ასე მიმართა ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს და მაგიდაზე ის საჩივრები დაუდო, რომელიც კომისიის სხდომაზე მიიტანა და ეხება მის სადავო საქმეებს.
შეგახსენებთ,რომ ყოფილმა პრეზიდენმა
მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს.
მიღებული დავალების შემდეგ ივანე მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებითუზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 15 ივლისს. კერძოდ, სოდ-ის ოპერატიულმათანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მოახდინესვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუასდავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით დაცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, იარაღის კონდახებით სასტიკად სცემეს იგი დაგაიტაცეს მის კანონიერ მფლობელობაში არსებული „Heckler Koch“-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა – 10 000 აშშ დოლარი და 50 000 ლარად ღირებული ბეჭედი.
მიხეილ სააკაშვილის დავალებით განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად საქართველოს პარლამენტის წევრმა ვალერი გელაშვილმა მიიღოსიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.” -აღნიშნულია პროკურორ კოკა კაციტაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვალერი გელაშვილის საქმის გამოძიება ოცნების ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო და პასუხისგებაში მიეცნენ დამნაშავე პირები.
ვალერი გელაშვილის საქმეზე, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრს – ივანე მერაბიშვილისთვის, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს – ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის – გია სირაძისთვის.
დღეს კი საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს მოუსმინა,რომელმაც დეტალურად უამბო თუ როგორ დაესხნენ თავს და სასიკვდილოდ სცემეს,თუმცა ის გადარჩა იმის წყალობით,რომ მეუღლემ ვილნიუსიდან გამოუგზავნა თვითმფრინავი და სასწრაფოდ გადაიყვანეს ვილნიუსის ჰოსპიტალში.