აშშ კონგრესმა “ქართული ოცნების” ხელისუფლება დაასანქცირა
1 min read

აშშ კონგრესმა “ქართული ოცნების” ხელისუფლება დაასანქცირა

6 მაისს  აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act-ი), – „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“.

პალატას ამჟამად 433 კონგრესმენი აკომპლექტებს – 220 რესპუბლიკელი და 213 დემოკრატი. კანონის მისაღებად 218 ხმა არის საკმარისი.

საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის, მხარი დაუჭირა ჯამში 349-მა კონგრესმენმა.

ეს კანონპროექტის 80%-იანი მხარდაჭერაა.

წინააღმდეგ 42 კონგრესმენი წავიდა, 42-ს კი ხმა საერთოდ არ მიუცია.

კანონპროექტის მხარდამჭერი კონგრესმენიდან 168 რესპუბლიკელია, 181 კი დემოკრატი.

მოწინააღმდეგეთაგან კი – 34 რესპუბლიკელი და 8 დემოკრატი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *