“არჩევნები ტელეფონით ჩავატაროთ,ტელეფონი არ გაჟონავს,როგორც” ოცნების” ქაღალდები”- პაატა ბურჭულაძე
1 min read

“არჩევნები ტელეფონით ჩავატაროთ,ტელეფონი არ გაჟონავს,როგორც” ოცნების” ქაღალდები”- პაატა ბურჭულაძე

 “არ ჩაგატარებინებთ ცრუ არჩევნებს!” – ვიღაცას შეიძლება გაეცინოს არჩევნების ტელეფონით ჩატარებაზე, მაგრამ ამის კარგი პრაქტიკა იყო ესტონეთში”

მომღერალი პაატა ბურჭულაძე  ახალ გაერთიანების შექმნას აანონსებს.
მისი თქმით, ამას  “რუსთაველის გამზირი” ერქმევა.

“დღეს იყო ჩვენი მესამე შეხვედრა. ასე თუ ისე ისახება გეგმები. გვინდა, რომ საქართველოში უსამართლობა დასრულდეს, გვინდა შედგეს ნამდვილი არჩევნები და არა ისეთი არჩევნები, რომლებიც აქამდე ტარდებოდა. ჩვენ გვაქვს ბევრი ვარიანტი იმისა, რომ ჩვენ თვითონ ჩავატაროთ არჩევნები. მგონი ამას ალტერნატივა არ აქვს, არ შეიძლება ასე გაგრძელება. ჩვენ თანამებრძოლებს უკვე ნელ-ნელა ციხე ემუქრებათ. ამასთან, ცრუ კომისია, ცრუ დადგენილებას იღებს.

ეს წარმოუდგენელია, ამის დაშვება არ შეიძლება. ჩვენ ვქმნით ერთ დიდ ალტერნატივას, რასაც ჰქვია “საქართველოს ხალხი” ე.წ. პარლამენტის წინააღმდეგ. ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს – ე.წ. პარლამენტი თუ საქართველოს ხალხი. არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს – როგორ უნდა ჩავატაროთ. აუცილებლად იქნება ასეთი დევიზი – “არ ჩაგატარებინებთ ცრუ არჩევნებს!”. ჩვენია ეს ქვეყანა, ჩვენ უნდა ჩავატაროთ ყველაფერი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

გარდა ამისა, პაატა ბურჭულაძე გვიზიარებს იმ მოსაზრევებს,თუ რა გზით აპირებს ოპოზიცია არჩევნების დანიშვნასა და ჩატარებას.

“სამართლებრივად ძალიან კარგად წარმოგვიდგენია. სალომე ზურაბიშვილი ჩვენ ვირჩიეთ პრეზიდენრად.

ჩვენ გვყავს ის მთავრობა – უზენაესი საბჭო, რომელიც არიას ზვიად გამსახურდიას მთავრობა, რომელიც ჯერაც არ გაუქმებულა.

უზენაესი საბჭოც გვერდში გვიდგას. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, მას არავინ ჰყავს, არც პრეზიდენტი ჰყავს, არც ის ორგანო, რომელმაც შეიძლება არჩევნები დანიშნოს.

ვიღაცას შეიძლება გაეცინოს არჩევნების ტელეფონით ჩატარებაზე, ამის კარგი პრაქტიკა იყო ესტონეთში და ჩვენ მის გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც “ქართული ოცნების” ქაღალდები. ჩვენი ვარაუდით, არჩევნები სექტემბერში უნდა ჩატარდეს.

თუ ჩვენ არ ჩავატარეთ, საქართველოში არ იქნება არჩევნები. ბოლო წლებში საქართველოში არჩევნები არ ტარდება, ამიტომ ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი დასრულდეს. თუ ჩვენს [ჩატარებულ] არჩევნებში “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, ჩვენ პარლამენტში შევალთ კი არა ყველაფერს ვიზამთ, მაგრამ ეჭვი მეპარება”,- განაცხადა ბურჭულაძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *