ირაკლი ოქრუაშვილი 20 000 ლარიანი გირაოს გადაუხდელობის გამო დააკავეს
1 min read

ირაკლი ოქრუაშვილი 20 000 ლარიანი გირაოს გადაუხდელობის გამო დააკავეს

  1. დღეს პარლამენტის  საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის და ასევე  დაკისრებული გირაო გადაუხდელობის  გამო ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს.

აღკვეთის ღონისძიების ცვლილება პროკურატურამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა 20 000-ლარიანი გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 8 აპრილს შეეფარდა, მას ასევე აეკრძალა საზღვრის კვეთა.

ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ საქმე  პარლამენტში შექმნილ “წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ” საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღძრეს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *