ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი გადადგა
1 min read

ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი გადადგა

  1. ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს,ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და  ელჩის თანამდებობის  დატოვება პენსიაზე გასვლას დაუკავშირა.

დანიგანს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ოცნების ხელისუფლებასთან.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი წუხილს გამოხატავს, რომ რობინ დანიგანის თანამდებობაზე ყოფნა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც “ქართული ოცნების” პოლიტიკის შედეგად საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობები, ფაქტობრივად, შეჩერდა.

“ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და ვაშინგტონში დამტკიცება, სავარაუდოდ, მეგობარი აქტის მიღების პროცესებს დაემთხვევა. ეს ჩვენთვის იქნება შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს” – ამბობს სალომე სამადაშვილი.

მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, რომ მას რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა ჩვენს ქვეყანაში. გული მწყდება, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების, ფაქტობრივად, შეჩერება ამერიკასთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და ვაშინგტონში დამტკიცება დაემთხვევა, სავარაუდოდ, მეგობარი აქტის მიღების პროცესებს, თუ ელჩის დამტკიცების პროცესები სწრაფად წარიმართა. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ აქტუალიზაცია მოხდეს საქართველოს საკითხის ვაშინგტონში”. – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

რობინ დანიგანის პენსიაზე გასვლას ირაკლი ფავლენიშვილიც ეხმაურება. “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ რობინ დანიგანმა საკუთარი განცხადებით სპეკულაციების სივრცე არ დატოვა.

როდესაც ვსაუბრობთ ამ გადაწყვეტილებაზე, ხაზგასმულია, რომ ეს პირადი გადაწყვეტილებაა. მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, რომ ეს ადამიანი არ აგრძელებს საჯარო საქმიანობას, შესაბამისად ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მან პირადი გარემოებებიდან გამომდინარე მიიღო. არავის აქვს უფლება, რომ ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაციას ჰქონდეს ადგილი. ქალბატონი დანიგანი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მცდელობაში, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულიყო, იყო თავდასხმის სამიზნე. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ე.წ. ხელისუფლების, დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ასე არღვევდნენ დაწერილ, თუ დაუწერელ კანონებს”. – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. 

ვინ იქნება ამერიკის  ახალი ელჩი საქართველოში  და როგორ გაგრძელდება საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ჯერჯერობით უცნობია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *