“მაშინ, როდესაც შენს სამშობლოს აბრალებ შენსავე მიწაზე ომის დაწყებას და ჩუქნი ოკუპანტს და სეპარატისტებს ქართულ მიწას,მოღალატე ხარ”-გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერი გოორგი გახარია,სატელევიზიო ჩართვისას აცხადებს,რომ დღევანდელი ხელისუფლება მოღალატეა.
„ყველა, ვინც დღეს საუბრობს ჩორჩანაზე და სიტყვა დავკარგეთ-ს ამბობს, უნდა იცოდეს და პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ის ჩუქნის ოკუპანტს და სეპარატისტებს ქართულ მიწას… ყველამ უნდა იცოდეს, მაშინ, როდესაც შენს სამშობლოს აბრალებ შენსავე მიწაზე ომის დაწყებას, მაშინ, როდესაც ცალმხრივად ბოდიში უნდა მოუხადო, შესაბამისად, ადანაშაულებ შენს ხალხს, მაშინ, როდესაც არანაირი საბაბი არ გაქვს და ამბობ, რაღაც დავკარგეთ ის, რაც შენია, ამას შეცდომა ვერ დაერქმევა, ამას ქვია ღალატი“ —აცხადებს გიორგი გახარია, „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯომარე
