1 min read

“ბიძინამ “რაზბორკ ები” დაიწყო და “აკაჩავებს” თავისიანებს”

თორნიკე რიჟვაძის მამა პატიმრობაში ჰყავდათ, თვითონ სცემეს და აიძულებდნენ ფულის დაბრუნებას - ელისაშვილი

 

ერთი კვირის წინ,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა ლიდერმა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.ის ამჟამად თურქეთის კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარი ფაქტი,ერთგვარი პოლიტიკური შეფასებებისა და სპეკულაციების თემად იქცა.

ოპოზიცია  მომხდარს ე.წ ” ბიძინას რაზბორკებს” უწოდებს.

“ბიძინამ “რაზბორკ ები” დაიწყო და “აკაჩავებს” თავისიანებს” – ამის შესახებ “პირველებთან” “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი აცხადებს,რომ ივანიშვილი ახლა ყოფილი თანაგუნდელებისგან ფულის ამოღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს. მისი ინფორმაციით, აჭარის ყოფილი მეთაურის მამა, ყოფილი ძალოვანი, დავით რიჟვაძე დაპატიმრებული იყო, თავად თორნიკე რიჟვაძე კი სცემეს და ასეთი ხერხით აიძულებდნენ, ფულის დაბრუნებას.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ახლა “ქართულ ოცნებაში” ყველა “თავზარდაცემულია”.

ივანიშვილი უყვარდათ მანამდე, სანამ ფულს აპარინებდათ და უკან თუ დააბრუნებინებს, დახვრეტს და დახოცავს იმ ხალხს, ეგეთი ბიძინა ნამდვილად აღარ სჭირდებათ – ამბობს ივანიშვილი:

მე არ მჯერა თვითმკვლელობის. ჯერ ერთი, კაცი რომ თავს იკლავ, ბათუმინდა საგარეჯოში რატომ უნდა წახვიდე და მერე მეორე, თავს რომ იკლავ, ფილტვში არ დაიმიზნებ, აჭარას ხელმძღვანელობდა კაცი და მაგდენი ანატომია უნდა იცოდეს. ბიძინა “აკაჩავებს” თავისიანებს. ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ რიჟვაძის მამა პატიმრობაში ჰყავდათ, თვითონ სცემეს და აიძულებდნენ ფულის დაბრუნებას, ეს ვიცი ნამდვილად და ეს აღარ უმალება. ბიძინამ უკვე “რაზბორკები” დაიწყო პარტიაში და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გუშინ დილიდან “ქართული ოცნება” არის თავზარდაცემული ამ ფაქტით. ერთია, რომ ბიძინა ივანიშვილი უყვარდათ მანამდე, სანამ ფულს აპარინებდათ და უკან თუ დააბრუნებინებს, დახვრეტს და დახოცავს იმ ხალხს, ეგეთი ბიძინა ნამდვილად აღარ სჭირდებათ”, – განაცხადა ალეკოს ელისაშვილმა. 

თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა 4 აპრილს დატოვა. 36 წლის რიჟვაძე  “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაშიც ვერ მოხვდა.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი – გადადგომიდან მელევე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მამამ, დავით რიჟვაძემ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა.

 

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორნაციით,რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.

  • თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედინია დაკავებული. ის ახლა ბრალის წარდგენას ელოდება.

გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, “თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა”. ამ წერილთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი აქვს ოპოზიციას.

ასევე, წერილის პოვნას და წარმომავლობას არ ადასტურებს არცერთი კლინიკა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *