” დასასვენებელ სახლშია,მე კი გამაუბედურა სააკაშვილმა…”
1 min read

” დასასვენებელ სახლშია,მე კი გამაუბედურა სააკაშვილმა…”

“გამაუბედურა მიშა სააკაშვილმა…. წამოკოტრიალებულია დასასვენებელ სახლში და ამას ჰქვია დაპატიმრება?! ეყოთ მოფერება!” – ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა განაცხადა.
ყოფილი კონტროლის პალატის თავჯდომარე სულხან მოლაშვილი გახლდათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი,რომელიც მისივე ბრძანებით აწამეს ციხეში,სადაც შეერყა ჯანმრთელობა და ციხიდან გამოსვლის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
საბედისწორო შეცდომა იყო ის რომ მან ეგრევე არ ამხილა სააკაშვილი იმ დანაშაულში რა დოკუმენტებსაც ფლობდა – საუბარი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხებოდა და ა.შ.

მოგეხსენებათ სულხან მოლაშვილმა დადო კონტროლის პალატის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს კორუფციული სქემის შესახებ,აღმოაჩინა საბიუჯეტო თანხების კოლოსალური რაოდენობით გაფლანგვა. რაც აღმოჩნდა სულხან მოლაშვილის დევნისა და შემდეგ დაპატიმრების საფუძველი.
საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი. ის ღვიძლის დაავადების გამო 47 წლის ასაკში 2016 წელს გარდაიცვალა.

მკურნალობდნენ საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში.

სულხან მოლაშვილის საქმე სტრასბურგში და და აღიარება წამების მსხვერპლად

2004 წლის აპრილში სულხან მოლაშვილი დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით, ხოლო 2005 წლის სექტემბერში სასამართლომ მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2004 წელს მოლაშვილმა მისი წამების და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტზე, მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც 2014 წელს დაადასტურა, რომ მოლაშვილი მართლაც იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა საქმის გამოძიება და მოლაშვილისთვის, მორალური კომპენსაციის სახით 20 ათასი ევროს გადახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *