“დააბრუნეთ შნირებო, თურქი – მესხებიო? შესციცინებთ  ერდოღანს თვალებში?!”
1 min read

“დააბრუნეთ შნირებო, თურქი – მესხებიო? შესციცინებთ ერდოღანს თვალებში?!”

თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ თურქი-მესხების საქართველოში დაბრუნების
შესახებ ქართული საზოგადოების აღელვება გამოუწვია.
ექსპერტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,სადაც იმ ხელისუფლების წარმომადგენელს აკრიტიკებს,რომელიც ამ განცხადებას ისმენდა და დიმილით შეხვდა.
სამწუხაროდ,პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ერდოღანის ამ განცხადებაზე პასუხი არ გაუცია.

“რაო?
ისტორიულ მიწებზე დააბრუნეთ შნირებო, თურქი
მესხებიო, ხომ?
დავალება გასცა!

შესციცინებთ ხომ ერდოღანს თვალებში?!
ნატოს წევრი ქვეყანაა,
ჩვენი ისტორიული მეგობარი”, ხომ?

თურქული ფულით მოსყიდული ქართული ჯგუფები
და ტელევიზიები, რომ თურქეთის გათეთრებას ცდილობენ,
ტვინს რომ ურეცხავენ ქართველებს, –
ცივილიზებული ქვეყანაა,
ნატოოს წევრიაო,
მასთან ბედნიერი ვიქნებითო, ხომ?
ეს ყველაფერი ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე
ხდება?! არა?

აჭარა რომ გაყიდეთ, გგონიათ, ამას დამანგრეველი
შედეგები არ ექნება მომაკვდავ ქვეყანაში?
დიახ, მომაკვდავში, რომელსაც
დემოგრაფია კლავს!
მიგრაცია კლავს!
ქართული მიწების გაყიდვა სპობს ქართველის მოომავალს
და 835 ათასამდე მუსულმანი მიგრანტის გეგმაზომიერად
შემოყვანა (დიდ ფული აკეთეთ!) კლავს საქართველოში
ქართველის მომავალს!

ახლა თურქი მესხები შემოიყვანეთ (ნახევარ მილიონზე
მეტია და დავალება შესრულებული გექნებათ
საუკეთესოდ).

დიდგორის დღე და ათათურქის საფლავის შემკობა,
თქვენ ფიქრობთ, შემთხვევითი დამთხვევაა?
მეტი ტვინი არ ჰქონდათ ხელისუფლებაში, რომ ვიღაცას
ეს დღეები არ დაემთხვია?!

კიდევ ერთი ფურთხი საქართველოს და საღ ქართველებს,
თორემ სეთურის ბრბო ჩაფსმამდე აღფრთოვანებულია,
ხელისუფლების “დიდი მიღწევებით!”- წერს დემურ გიორხელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *